loading...

«

»

დეკ 27

თვითმფრინავში მილიონი დოლარის ღირებულების დამალული ოქრო იპოვეს

უჩვეულო ამბავი დაფიქსირდა ინდოეთის ქალაქ კოლკატას აეროპორტში. კერძოდ თვითმფრინავის დამლაგებლებმა ტუალეტში დამალული 1,2 მილიონის ღირებულების 24 ოქროს ზოდი იპოვეს. თითო ზოდი დაახლოებით 1 კილოგრამს იწონის. ოქრო დამალული იყო ინდოეთის ავიაკომპანია Jet Airways თვითმფრინავში.

აღნიშნული რეისი ბანგკოკიდან ჩაფრინდა კოლკატაში. როდესაც დამლაგებლებმა მომდევნო გაფრენამდე თვითმფრინავის სალონის დალაგება დაიწყეს, ტუალეტში ორი ჩანთა აღმოაჩინეს, თავდაპირველად მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა ეგონათ, მაგრამ ბომბის ნაცვლად მათში ოქროს ზოდები აღმოჩნდა.

აღნიშნული თვითმფრინავი ძირითადად დუბაიდან მუმბაიში დაფრინავს ხოლმე, სადაც ინდოეთის ყველაზე დიდი ოქროს ბაზარია. პოლიციამ რეისის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უკვე დაკითხა, გამოკვეთილია სავარაუდო ეჭვმიტანილიც, თუმცა გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე მისი ვინაობა არ საჯაროვდება.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>