loading...

«

»

დეკ 30

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალის ჩექმა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალის ჩექმები წარმოადგინეს ჰონკონგში საერთაშორისო Business of Design Week (BODW-2013) გამართულ გამოფენაზე. პრეზენტაცია ორგანიზებულ იქნა 400  VIP-პერსონისათვის. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ფეხსაცმელს ეს გახლდათ ბელგიაში დაფუძნებული 2 კომპანიის: A.F. Vandevorst–ისა და Diarough/UNI-Design–ის მიერ შექმნილი ჩექმის წყვილი, რომლის საფასურიც 3.1 მილონი აშშ დოლარი გახლავთ.

ჩექმების შესაქმნელად გამოყენებულ იქნა 4,7 კილოგრამი ოქრო და ასევე რუხი, ვარდისფერი და შამპანურის შეფერილობის ბრილიანტები, რომელთა ჯამურმა რაოდენობამ 39083 შეადგინა. ექსკლუზიურობისათვის ჩექმებზე დატანილია – A.F. Vandevorst–ის უნიკალური ლოგოტიპი, რომლისთვისაც ვარდისფერი შეფერილობის იშვიათი ბრილიანტებია გამოყენებული.

.

.

.

.

.

.