loading...

«

»

იან 09

ფაქტები წარუმატებელ წარმატებულებზე

ხშირად გვსმენია სხვადასხვა ცნობილი ადამიანების უდიდეს მიღწევებზე, მათი ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებაზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის თუ როგორ ცხოვრობდნენ ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის ადრეულ წლებში და რა წარმოდგენა ჰქონდათ აღნიშნულ ასაკში მათზე, ვიდრე ისინი მსოფლიოს უდიდეს მიღწევათა სარბიელზე დამსახურებულ ადგილს დაიკავებდნენ. წარმოგიდგენთ ცნობილი 10 ადამიანის შესახებ ფაქტებს, რომლებსაც წარმატების მიღწევამდე მისი გარშემომყოფები სრულებით ვერ უწინასწარმეტყველებდნენ მათ დიად მომავალს.

1. მასწავლებელი ბეთხოვენს სრულიად უნიჭო მოსწავლედ თვლიდა.

2. ჩარლზ დარვინს მამა გაცხარებული ეუბნებოდა ხოლმე: “შენ არაფერი არ გაინტერსებს, ძაღლებისა და ვირთხების დაჭერის გარდა”.

3. უოლტ დისნეი გამოგდებულ იქნა გაზეთიდან იდეების უქონლობის გამო.

4. ტომას ალვა ედისონის (მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში) მასწავლებელი მასზე ამბობდა, რომ ის სულელია და არაფრის სწავლა არ შეუძლია.

5. ეინშტეინი 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა. მისი მასწავლებელი ახასიათებდა მას, როგორც გონებაჩამორჩენილ ადამიანს.

6. ბუმბერაზი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის მამა ამბობდა: “ჩემი შვილი იდიოტია. მან სამჯერ ვერ მოახერხა ხელოვნების სკოლაში ჩაბარება.”

7. ერთ–ერთ ყველაზე გენიალურ კომპოზიტორს მოცარტს, იმეპერატორმა ფერდინანდმა უთხრა, რომ ფიგაროს ქორწინებაში “ძალიან ცოტა ხმოვანება და ძალიან ბევრი ნოტია”.

8. მენდელეევს სამიანი ჰყავდა ქიმიაში.

9. როდესაც ვუყურებთ ავტომობილ “ფორდს”, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ მისი შემქმნელი ჰენრი ფორდი ყოველთვის მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენი იყო. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სანამ ფინანსურ წარმატებას მიაღწევდა ფორდი, რამდენჯერმე გამოაცხადა მან თავი ბანკროტად.

10. როდესაც გულელმო მარკონის თავში მოუვიდა რადიოს გამოგონების იდეა, მან ამის შესახებ მეგობრებს უამბო, რომ შესაძლებელი იქნებოდა ინფორმაციის გადაცემა ჰაერში, მათ იგი გიჟად ჩათვალეს და ფსიქიატრთანაც კი მიიყვანეს. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გამოგონებულმა მისმა რადიომ ბევრ მეზღვაურს სიცოცხლე შეუნარჩუნა.