loading...

«

»

იან 10

კიბოს განვითარების ორი ძირითადი მიზეზი

მეცნიერებმა დაადგინეს ონკოლოგიური პროცესების განვითარების ორი ძირითადი მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ცხოველური საკვები და მოწევა ყველაზე მეტად ახდენს გავლენას კიბოს უჯრედების აქტივობაზე. აღნიშნული დადასტურებული იყო საერთაშორისო კვლევის ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ონკოლოგიური დაავადებების გლობალურ მაჩვენებლებს. კვლევაში გათვალისწინებული იყო მონაცემები 157 ქვეყანაში კიბოთი დაავადებისა და კიბოს ყველა ძირითადი სახეობის შესახებ. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი მოწევასთან ან ცხოველური წარმოშობის საკვების ხშირ მოხმარებასთან ასოცირდებოდა. ცალკე ჯგუფში აღმოჩნდნენ პაციენტები, რომელთათვისაც კიბოს განვითარება ალკოჰოლის გადაჭარბებულ გამოყენებას უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცებისთვის ზიანის თვალსაზრისით პირველ ადგილზე დგას მოწევის ფაქტორი, ხოლო ქალებისთვის – კვება ცხოველური ცილების ჭარბი შემცველობით. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ხორცპროდუქტებსა და კიბოს განსაზღვრულ სახეობას შორის. უფრო ხშირად ხორცის მოყვარულებში ვლინდება საკვერცხეების, პროსტატის, სათესლე ჯირკვლების, პანკრეასისა და თირკმლების კიბო. ეს იმით აიხსნება, რომ ცილა ორგანიზმის ყველა უჯრედის, მათ შორის კიბოს უჯრედების, განვითარების პროვოცირებას იწვევს.

მეცნიერები იდეალურ საკვებ რაციონად მიიჩნევენ ტიპიურ იაპონურ რაციონს, რომლის შემადგენლობაში ხორცპროდუქტები მხოლოდ 10%-ია, ხოლო ძირითად საკვებად წარმოდგენილია ბრინჯი, მარცვლეული და ზღვის პროდუქტები.

 

 

წყარო: medportal.ge

 

1 comment

  1. avatar
    anano

    avatarკიბოს გამომწვევ რისკ პაქტორებშია რადიაცია, სტრესი, ნერვიულობა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>