loading...

«

»

იან 13

IBM-ის მილიარდიანი ინვესტიცია სუპერკომპიუტერის წარმოებისათვის

კომპანია IBM გეგმავს მილიარდი დოლარის ოდენობით ინვესტირებას კომპიუტერული სისტემის Watson-ის კომერციული მიზნით გამოყენებისათვის. სუპერკომპიუტერი Watson-ის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი დაპროექტებულია იმდაგვარად, რომ შეუძლია ადამიანის მსგავსად „იაზროვნოს“. უფრო კონკრეტულად კი მას შეუძლია გააანალიზოს და ისწავლოს დაშვებულ შეცდომებზე.

2011 წელს Watson-მა დაამარცხა ამერიკული ტელევიქტორინის Jeopardy!-ის მონაწილეები. ჯერჯერობით ეს Watson-ის ყველაზე დიდი მიღწევაა.

IBM-ში თვლიან, რომ Watson-ის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ფინანსური მომსახურეობა. IBM-ი ამჟამად მუშაობს Watson-ისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ პროგრამებზე რომელთა ამოცანა იქნება სიმსივნის ეფექტური მკურნალობა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების ანალიზი.