loading...

«

»

იან 24

მედექსპერტი საკუთარი ძაღლისათვის გვამის სხეულის ნაწილებს იპარავდა

ამერიკელი ქალბატონი, რომელიც მორგში სასამართლოს სამედიცინო ექსპერტად მუშაობდა, ბრალდებულ იქნა სისხლის სამართლის დანაშაულში, კერძოდ იგი ფარულად საკუთარი ძაღლისათვის იპარავდა ადამიანთა გვამების სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.

პათანატომმა ვისკონსინიდან, რომელმაც ერთ-ერთი გვამიდან ამოცლილი ხერხემლის ნაწილი წაიღო საკუთარი ოთხფეხა ცხოველისათვის, დანაშაული უკვე აღიარა. 46 წლის ტრეისი ინგლანდს (Traci England) განაჩენს 10 თებერვალს გამოუტანენ. პროკურორი ითხოვდა, რომ ქალბატონს, ბრალი უნდა წარდგენოდა, როგორც სისხლისსამართლის დანაშაულით, უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ასევე იგი უნდა გასამართლებულიყო ქურდობისათვისაც. თუმცა ეს უკანასკნელი ბრალდება ტრეისის მოუხსნენს აღიარებითი ჩვენების მიცემის გამო.

ტრეისი ინგლანდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი, ექსპერტის მიერ ხერხემლის ფრაგმენტის მოპარვა გახდა, რომელიც მედექსპერტმა გვამის გაკვეთის დროის აიღო 5 სექტემბერს. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ხელმძღვანელობას ტრეისის კოლეგამ აცნობა, რომელიც შემთხვევით გახდა დანაშაულებრივი ქმედების მოწმე.

ინგლანდი მიხვდა რა შეაქმჩნია იგი მისმა კოლეგამ, მას განუცხადა, რომ აღნიშნული ძვლის გამოყენებას ძაღლის სავარჯიშოდ აპირებდა. პროკურორ-გამომძიებელისათვის დაწერილ საჩივარში ტრეისის კოლეგა იმასაც წერდა, რომ ქალბატონმა განუცხადა, რომ დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს აღნიშნული ფრაგმენტის მოპოვებას.

პოლიციის მოხსენებაში ნათქვამია. 4 იანვარს ქალაქ ნიუბოლდში (Newbold) ტრეისი ინგლანდის სახლში პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის ავტოფარეხში თაროზე განთავსებულ ტომარაში ადამიანის სხეულის ორგანოების სხვადასხვა  ფრაგმენტები ინახებოდა. მათ შორის ტვინისა და ღვიძლის ქსოვილებიც.

.