loading...

«

»

იან 30

ჭკვიანი ბიუსჰალტერი გოგონებს ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნაში დაეხმარება

იაპონურმა ქალის საცვლების მწარმოებელმა კომპანიამ საკუთარი კლიენტებისათვის უნიკალური ბიუსჰალტერი შექმნა. მწარმოებლების განცხადებით მისი უნიკალურობა იმაში მგდომარეობს, რომ ამ უჩვეულო გამოგონებას შეუძლია დაეხმაროს მეპატრონეს ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნაში.

კომპანიამ უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ბიუსჰალტერის გამოშვება საკუთარ 10 წლიან იუბილეს დაუკავშირა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათი გამოგონება გოგონებს დაეხმარება ხანმოკლე ურთიერთობის თავიდან აცილებაში, ხანმოკლე ურთიერთობის,  რომლის გამოც ისინი ხშირად ნანობენ ხოლმე.

„ჭეშმარიტი სიყვარულის ამომცნობი“, ასე უწოდეს ამ უჩვეულო ქალის თეთრეულს მისმა გამომგონებლებმა.

აღნიშნული ბიუსჰალტერი შედგება მოწყობილობისგან, რომელიც აკონტროლებს გულის შეკუმშვას და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. მონაცემები უწყვეტ რეჟიმში Bluetooth-ის საშუალებით გადაეცემა მობილურ ტელეფონზე, რომელსაც შემდგომ პროგრამა (დანამატი) ამუშავებს. სპეციალური ალგორითმებისა და მონაცემების საშუალებით პროგრამა მიღებული ინფორმაციის ანალიზს აკეთებს.  კომპანიაში ირწმუნებიან, რომ  მობილურის დანამატი გოგონას შეატყობინებს, როდესაც მისი გული „განსაკუთრებულად“ცემას დაიწყებს, ეს კი თავის მხრივ იმის ნიშანი იქნება, რომ იგი ვინმე მისთვის განსაკუთრებულს შეხვდა.

ამასთანავე  აღსანიშნავია, რომ შიშის დროს ან სხვა ნერვული გამოვლინების შედეგად მომატებულ გულის აჩქარებაზე მოწყობილობა არ რეაგირებს. როგორც გამომგონებლები აცხადებენ ბიუსჰალტერი მეპატრონეს სიგნალს მისცემს, მაშინ როდესაც ის საკმაოდ აღელდება და ამავდროულად მისი თირკმელზედა ჯირკვლები დაიწყებენ კათეჰოლამინის გამოყოფას – ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, რომელიც მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და ქმნის სიყვარულის მატერიალურ საფუძველს.

უჩვეულო ბიუსჰალტერის მობილური დანამატი ჯერ-ჯერობით მხოლოდ IOS-ის სისტემურ მოწყობილობილობაზეა მორგებული.

კომპანია აცხადებს, რომ მათი ახალი გამოგონება ქალბატონებისათვის ნამდვილი მონაპოვარი გახდება, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლები უნიკალური ბიუსჰალტერის ფასზე და თავისუფალ გაყიდვაში გამოშვების თარიღზე არაფერს იუწყებიან.