loading...

«

»

თებ 04

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წითელი ღვინო

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ღვინო იყიდება, ერთი მოზრდილი 12 ლიტრიანი ბოთლის ფასი არც მეტი არც ნაკლები 195 000 აშშ დოლარია. ეს გახლავთ Balthazar of Chateau Margaux–ის მიერ დამზადებული 2009 წლის სპეციალური ჩამოსხმა შეზღუდული რაოდენობით, სულ 6 ცალი. მათ შორის 3 ცალი გასაყიდად გამოიტანეს.

მსოფლიოში ამ ყველაზე ძვირადღირებული წითელი ღვინის მყიდველს შესაძლებლობა ექნება პირველი კლასით გაფრინდეს საფრანგეთში, კერძოდ ბორდოში, სადაც იგი კერძო ვენახებსა და ღვინის საწარმოებს მოინახულებს.

Château Margaux–ის ვენახებს მოღვაწეობის 4–საუკუნოვანი ისტორია გააჩნია და შესაბამისად საინტერესო იქნება მის მიერ კონკრეტული წითელი ღვინის ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა.