loading...

«

»

თებ 07

ინგლისელი ახალგაზრდების ინტერესი ბიბლიისადმი

ინგლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  ბრიტანელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს ბიბლია არ წაუკითხავს და ერთმანეთისგან ნოესა და ადამსაც კი ვერ ანსხვავებენ. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ბრიტანეთს არ აწუხებს. ადამიანები ბიბლიას არ კითხულობენ.

კვლევაზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ გამოკითხული ახალგაზრდების 59%-ს წარმოდგენა არ აქვთ, რომ დავითისა და გოლიათის ამბავი ბიბლიიდანაა. აგრეთვე კვლევის მიხედვით, 5 700 მოზარდიდან და 804 ბავშვიდან 25%-მა არაფერი იცოდა ნოეს კიდობანის, ადამისა და ევას, თუ ჯვარცმის შესახებ.

თუმცა, კვლევით მიღებული  არასახარბიელო სურათის მიუხედავად მოზარდების 50% ფიქრობს, რომ ბიბლია აყალიბებს მაღალ ღირებულებებს და ის კულტურისა და ისტორიისთვის მნიშვნელოვანია.