loading...

«

»

თებ 07

ჯორჯ ორუელი – “ცხოველების ფერმა”

 

“ცხოველების ფერმა” გახლავთ ჯორჯ ორუელის წიგნი, წიგნი, რომელმაც ავტორს მართლაც უდიდესი აღიარება მოუტანა. ნაწარმოები პოლიტიკურ ალეგორიას, სატირას წარმოადგენს რუსეთის რევოლუციაზე. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს. ზოგადად რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორუელი მხოლოდ ამ თემის ირგვლივ ტრიალებს. ის ცდება ამ კონკრეტულ ფაქტს და ფილოსოფიური განზოგადებით წარმოგვიდგენს თუ რა შედეგი მოჰყვება ყოველგვარ ტოტალიტარიზმს, დიქტატურას, არასწორ იდეოლოგიასა და მისწრაფებებს.

ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანისაგან.

 გადასაწერი ბმული

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>