loading...

«

»

თებ 11

SeaOrbiter – წყალზე მოცურავე კვლევითი ლაბორატორიის პროექტი

სამხრეთ კორეაში, Yeosu–ში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, წარმოადგინეს პროექტი – „SeaOrbiter“, რომელიც ერთგვარი უნიკალური წყალქვეშა კვლევითი ლაბორატორია გახლავთ და თანამედროვე ტექნოლოგიების ისტორიაში პირველ ვერტიკალურ ხომალდად იქცევა.

მულტიდისციპლინარული ექსპედიციებისათვის გათვლილი – SeaOrbiter–ის სიმაღლე 58 მ–ია, რომლის 27 მ–ი წყლის ზედაპირზე, ხოლო 31 მ–ი წყალშია. სამომავლოდ ეს მეცნიერულ–კვლევითი სადგური სწავლულებს შესაძლებლობას მისცემს გაცილებით უკეთესი მონიტორინგები და შესაბამისი ანალიზები განახორციელონ ზღვებისა და ოკეანეების წყალქვეშა სამყაროსა და ეკოსისტემაზე. სწორედ ამ მიზნით, ხომალდზე ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა ექნება 18 – 22 ადამიანისაგან შემდგარ ჰიდრობიოლოგთა ჯგუფს.

 

 

 

 

წყარო: journal.top100.ge