loading...

«

»

თებ 12

ნოვატორული გამოგონება – ხვრინვის საწინააღმდეგო ბალიში

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს „გონიერი“ ბალიში, რომელიც ხვრინვისგან დაგიცავთ. SANP-ის (Snore Activated Nudging Pillow) ბალიში, ერთი შეეხედვით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ბალიშისგან. „გონიერ“ ბალიშს უკანა მხრიდან აქვს ელექტრობლოკი, რომელსაც რამდენიმე სპეციალური ღილაკი და მიკროფონი გააჩნია. მოწყობილობას შეუძლია ადამიანის „მოსმენა“: როგორც კი, მძინანე იწყებს ხვრინვას, ბალიში უფრო და უფრო იბერება.

SANP-ს აქვს სპეციალური „საჰაერო ჯიბე“, რომელიც ფართოვდება და შესაბამისად, თავს აწევინებს ადამიანს 7,5 სანტიმეტრით. მეცნიერების დასკვნით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გათავისუფლდეს სასუნთქი გზები. მომხმარებლის კომფორტისთვის ბალიშში ჩამონტაჟებულია აკუმულიატორი, რომელიც ჩვეულებრივი სატენით იტენება. ასევე, ადამიანს შეუძლია თავად დაარეგულიროს მიკროფონის მგრძნობელობის დონე და მისი მოცულობა. ბალიშის შეძენა ამერიკელ მომხმარებელს უკვე შეუძლია 149 დოლარად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 წყარო: news.ge