loading...

«

»

თებ 26

ტაილანდური ვილა Chan Grajang

დასვენების მოყვარულთ კვლავაც ტაილანდურ ფუფუნებას სთავაზობენ, თუმცა ამჯერად, Phuket–ის დასავლეთით, კერძოდ – Surin-ის სანაპირო ზოლზე არსებული ვილა – Chan Grajang–ი ეპატიჟებათ, სადაც სტუმრები არა მხოლოდ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე არსებული ლანდშაფტური ზოლით, არამედ მაღალი კლასის მომსახურეობითა და სრული კომფორტითაც დატკბებიან.

Chan Grajang–ი მოიცავს ორ, ერთიმეორისგან დამოუკიდებელ ვილას. ერთი მათგანი 4071 კვ. მ–ზეა განთავსებული, სადაც 4 წყვილი საძინებელია, ხოლო მეორე, რომელიც 2272 კვ. მ–ზე მდებარეობს, ორ წყვილ საძინებელს მოიცავს. ორივე ვილაში სანიმუშო კომფორტი სუფევს და ორივე მათგანს საკუთარი სპა, სატრენაჟორო დარბაზი და საცურაო აუზი აქვს.

 

წყარო: journal.top100.ge