loading...

«

»

თებ 28

უსახლკარომ მოგებული ორი მილიონი დოლარი გაჭირვებულებს დაურიგა

55 წლის უნგრელი ლასზლო ანდრასჩეკი გუშინ უსახლკარო იყო და საკვებს ნაგავსაყრელზე ეძებდა, დღეს კი მილიონერია და მდიდრული აპარტამენტის შეძენა შეუძლია.

ანდრასჩეკი დიდხანს ფიქრობდა, რა ეყიდა უკანასკნელი ხურდით – საკვები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო თუ ლატარეის ბილეთი. მან ბოლოს მაინც ბილეთი შეიძინა და ჯეკპოტის წყალობით ერთ ღამეში გამდიდრდა, 2.79 მილიონი დოლარი მოიგო. ანდრასჩეკი 7 წელი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ამასთან, გამოუსწორებელი ლოთი იყო და სასმელი რომ ეყიდა, ფულს ხშირად სესხულობდა.

ლასზლომ ჯეკპოტი რამდენიმე თვის წინ მოიგო, მაგრამ ჟურნალისტებმა ის მაშინ გაიცნეს, როდესაც შეიტყვეს, რომ უცნობმა მამაკაცმა დიდი რაოდენობის ფული უსახლკაროთა თავშესაფარში გადარიცხა. დღეს საკუთარ ბიზნესს ფლობს და ცოლთან ერთად იტალიაში მოგზაურობას გეგმავს.

“ამბობენ, ფული ყველას ცვლისო, მაგრამ ჩემში არაფერი შეცვლილა. გავმდიდრდი, მაგრამ ფულს შემოწირულობებში ვხარჯავ, რადგანაც ვაცნობიერებ, რომ ეს თანხა არ გამომიმუშავებია, ღვთისგან ნაბოძებია”, – ამბობს ის.

Share Button

2 comments

  1. avatar
    ანა

    avatarსამწუხაროდ ცოტაა ასეთი ადამიანი დღეს :/

  2. avatar
    elene bolotashvili

    avatarძალიან კეთილია ნეტა ასეთი ადამიანი ბევრი იყოს *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* =) =) =) =) =)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>