კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლე, რომელიც Windows Phone 8.1–ის განახლებასთანაა დაკავშირებული ის გახლავთ, რომ Twitter-ის ახალი ბეტა Windows Phone 8.1 აპლიკაცია ბევრად გაუმჯობესებულია და იმავდროულად ინტეგრირებულია სმარტფონის – Photo Hub-თან. ასევე – Twitter Beta თავს უყრის სოციალურ ქსელში თქვენს მიერვე განთავსებულ ფოტოებს, რომელთა ხილვაც სმარტფონის – Pictures Hub-შია შესაძლებელი…
მიუხედავად განცალკევებული აპლიკაციისა, კვლავ ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემის მშობლიური გაზიარების მახასიათებელი.
ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ როდის გამოვა აპლიკაციის ოფიციალური ვერსია, თუმცა არანაკლებ სრულყოფილი ბეტა აპლიკაცია სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ – Windows Phone–ის მომხმარებელთ დიდხანს ლოდინი ალბათ არ მოუწევთ.
წყარო: journal.top100.ge