loading...

«

»

მაი 05

სიცილი ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს მეხსიერებას

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეხსიერების გაუმჯობესება შეიძლება სიცილის დახმარებით. ის ამცირებს სტრესის დონეს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერებაზე.

მეცნიერებმა კალიფორნიიდან ჩაატარეს შემდეგი კვლევა: 20 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში აჩვენებდნენ 20-წუთიან სასაცილო ვიდეოს. იგივე რაოდენობით ადამიანებისაგან შემდგარი მეორე ჯგუფი არაფერს არ უყურებდა. უბრალოდ, უცდიდა თავის რიგს.

ამის შემდეგ ორივე ჯგუფის მონაწილეებს ჩაუტარეს ტესტი მეხსიერების შესამოწმებლად და ნერწყვის ანალიზი სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის შემცველობის დასადგენად. აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის იმ მონაწილეებში, რომლებმაც უყურეს ვიდეოს და, შესაბამისად, ბევრი იცინეს, მეხსიერების ტესტის შედეგები ბევრად უკეთესი იყო, ხოლო კორტიზოლის დონე – მნიშვნელოვნად ნაკლები.

მკვლევარების განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ სიცილი ზრდის ორგანიზმში ენდორფინების დონეს. ამის შედეგად ტვინში ხვდება მეტი დოპამინი – ჰორმონი, რომელიც იძლევა სიხარულის განცდას. ეს, თავის მხრივ, იწვევს ტვინის ტალღების აქტივობის ცვლილებებს და დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე.