loading...

«

»

მაი 06

8 შემთხვევა, როდესაც საძიებო სისტემაში დასმული შეკითხვა გამოყენებულ იქნა როგორც მტკიცებულება

წარმოგიდგენთ დანაშაულებრივ საქმეებს, რომელთა გახსნაც ინტერნეტ საძიებო სისტემაში დასმული შეკითხვებით გაიხსნა.

1.   მამაკაცმა, მას შემდეგ მოკლა საკუთარი მეუღლე, რაც Google-ს საძიებო ველში ჩაწერა შემდეგი შეკითხვა „შეიძლება ცოლის მოკვლა?“.

Google-მა ისე უნდა შეცვალოს და განაახლოს თავისი ფუნქციები, რომ თუკი ვინმე იკითხავს შეუძლია თუ არა მკვლელობის ჩადენა, პასუხად მხოლოდ და მხოლოდ მიიღოს „არა“.

დევიდ კონოტონმა (David Connaughton) დიდი ბრიტანეთიდან მიმართა საძიებო სისტემას იმ აზრით, რომ იქ იპოვიდა პასუხს ცოლ-ქმრული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებაზე.

რამოდენიმე კვირის განმავლობაში სანამ 60 წლის დევიდი მოკლავდა მეუღლეს და შემდეგ 2013 წლის აგვისტოში თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს, მან Google-ს საძიებო სისტემაში დასვა შეკითხვა: „ღირს თუ არა იმ ადამიანის მოკვლა, რომელიც ძალიან გაღიზიანებს?“

პოლიციამ კონოტონის კომპიუტერის შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ იგი ეძებდა ინფორმაციას არამარტო მკვლელობაზე, არამედ გაყრაზე და უსახლკარობაზეც.

დევიდმა 22 ჯერ ჩაარტყა თავში ცოლს ჩაქუჩი,  ხოლო შემდეგ დაახლოებით 30 ჯერ დანით საკუთარ თავს მიაყენა ჭრილობა.

 

 

 

2. მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში მკვლელობის ჩადენის შემდგომ ეძებდა ინფორმაციას თუ რა საშუალო სასჯელს ითვალისწინებდა არაგანზრახი მკვლელობა.

2011 წელს ბრისტოლის სასამართლო ისმენდა საქმეს, იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი ინჟინერი სახელად ვინსენტ ტაბაკი (Vincent Tabak) ეძებდა ინფორმაციას დანაშაულებრივ თემატიკაზე, რომელიც ჩადენილ იქნა სექსსუალურ ნიადაგზე და რომელიც ჯოანა იეითსის (Joanna Yeates) სიკვდილით დასრულდა.

იმ ფრაზებს შორის, რომლებსაც დამნაშავე Google-ში ეძებდა გახლდათ „სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ახსნა-განმარტება“. 33 წლის ინჟინერი აგრეთვე ეძებდა საშუალო სასჯელს არაგანზრახ მკვლელობაზე და მკვლელობაზე.

იეითსის თოვლით დაფარული გვამი აღმოჩენილ იქნა გზის ნაპირზე 2010 წლის შობის დილას.

პოლიციის ანალიტიკოსის ლესლი ფარმერის (Leslie Farmery) განცხადებით, მომდევნო დღეს, მას შემდეგ რაც იეითსი დაკარგულად გამოცხადდა, ტაბაკი ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას რამდენიმე თემაზე, მათ შორის ამინდის ხუთდღიან პროგნოზზე, ადგილობრივ რუკაზე და სურათებს ლონგვუდ-ლეინზე (Longwood Lane), ადგილებზე სადაც აღმოჩენილ იქნა მოკლულის გვამი. მან აგრეთვე მოიძია ინფორმაცია შრინ დიუანზე (Shrien Dewani), მამაკაცზე ბრისტოლიდან, რომელიც ბრალდებულ იქნა მეუღლის მოკვლის მიზნით მკვლელის დაქირავებაზე, აგრეთვე მელანი ჰოლის (Melanie Hall) შემთხვევაზე, რომელიც ქალაქ ბატში (Bath) 1996 წელს მოკლულ იქნა მას შემდეგ, რაც ღამის კლუბიდან გამოვიდა.

მიუხედავად ამ ყოველივესი იგი უარყოფდა მკვლელობას, მაგრამ აღიარებდა არაგანზრახ მკვლელობას. სასამართლომ იგი 2011 წლის 28 ოქტომბერს დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და მიუსაჯა სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით 20 წლით.

 

3. ცოლი, რომელმაც ქმრის მკვლელობამდე Google-ში ჩაწერა შეკითხვა „როგორ ჩავიდინოთ მკვლელობა“

2004 წლის 18 აპრილის ზუსტად 5:45 საღამოს, მელანი მაკგუარის (Melanie McGuire) ოფისიდან ამოღებულ კომპიუტერში სამართალდამცავებმა საძიებო სისტემაში დასმული შეკითხვა „როგორ ჩავიდინოთ მკვლელობა“ აღმოაჩინეს.

ამავე დღეს საძიებო სისტემებში Google და MSN-ში გაკეთებული იყო მსგავს თემაზე ძიება, მათ შორის „წამიერად მოქმედ შხამებზე“, „აღმოუჩენელ შხამებზე“, „დიგოკსინის სასიკვდილო დოზაზე“ , აგრეთვე კანონებზე, რომლებიც არეგულირებენ იარაღის გაყიდვა-გამოყენებას ნიუ-ჯერსიში და პენსილვანიაში.

იარაღის გამოყენებით  მელანიმ მეუღლე უილიამ ტ მაკგუარი (William T McGuire) მოკლა, ამის შემდეგ გვამი ელექტრო ხერხის გამოყენებით ოთხ ნაწილად დაჭრა, ჩაალაგა 3 ერთნაირ ჩემოდანში და შემდგომ ჩესაპიკის ყურეში გადაყარა.

მელანი გამოცხადებულ იქნა დამნაშავედ მეუღლის მკვლელობაში და მიესაჯა სასჯელი თავისუფლების სამუდამოდ  აღკვეთა.

 

4. ქალბატონი, რომელმაც დახმარებისთვის ინტერნეტს მიმართა, ნაცვლად იმისა,  რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახა იარაღით დაჭრილი შვილის გადასარჩენად.

55 წლის დებორა ტაგლი (Deborah Tagle) სანტა-ფე-დან  (Santa Fe) ფიქრობდა, რომ მას ბრწყინვალე აზრი მოუვიდა თავში, როდესაც მან ინტერნეტში დაიწყო ინფორმაციის ძიება, თუ როგორ ემკურნალა ონლაინ რეჟიმში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისთვის, მას შემდეგ რაც მისი 14 წლის ბიჭი მათსავე სახლში დაიჭრა.

მოზარდმა ჭრილობა მიიღო თეძოს არეში მას შემდეგ რაც მეგობარმა, რომელიც იმავე სახლში იმყოფებოდა, 24 წლის პიტ ჯესი როდრიგესმა (Pete Jesse Rodriguez) იარაღით  „თამაში“ გადაწყვიტა და შედეგად 14 წლის ბიჭის მიმართულებით გასროლა განახორციელა.

იმის ნაცვლად, რომ ტაგლის მაშინათვე გამოეძახა სასწრაფო დახმარება, მან ინტერნეტში ჭრილობის მოვლის შესწავლა დაიწყო, თუმცა ბოლოს 8 საათის დაგვიანებით მაინც მიიყვანა შვილი საავადმყოფოში.

 

5. ტექნიკოსი, რომელიც ცოლის მკვლელობამდე ინტერნეტში ეძებდა შემდეგ ინფორმაციას „როგორ მოვტეხოთ კისერი“

ამ დანაშაულებრივ საქმეს უამრავი მტკიცებულება აქვს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხილი გახლავთ ის, რომ დამნაშავე Google-ში ეძებდა ინფორმაციას თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანისთვის კისრის მოტეხვა.

კომპიუტერების სპეციალისტმა რობერტ პეტრიკმა (Robert Petrick), აგრეთვე მოინახულა ვებ გვერდი „bloodfest666“ და გადმოწერა დოკუმენტი, სახელწოდებით „შიშველი ხელებით ადამიანის მოკვლის 22 ხერხი“. მან აგრეთვე შეამოწმა იმ ტბის სიღრმე და რელიეფი, რომელშიც შემდგომ ჯანინ სატფენის (Janine Sutphen) გვამი იქნა აღმოჩენილი.

 

6. მამაკაცი, რომელიც Google-ს საძიებო სისტემაში ეძებდა საკუთარი ავადმყოფობის სიმპტომებს, რამდენიმე ხნით ადრე ვიდრე მას იპოვნიდნენ გულის დაავადებისგან მკვდარს.

2013 წელს მამაკაცი მიჩიგანის შტატიდან  პარკირებულ ავტომობილში იპოვეს გარდაცვლილი. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე  ინტერნეტში იგი საკუთარი ავადმყოფობის სიმპტომებს ეძებდა.

38 წლის ფუკუოკ ტჰიე ტრანი (Phu Quoc Thieu Tran) გრანდ ვალის უნივერსიტეტთან ავტომანქანის წინა მხარეს მჯდომარე მდგომარეობაში  გარდაცვლილი იპოვეს. ის სტუდენტი არ გახლდათ, მაგრამ როგორც გაირკვა იგი შევიდა სასწავლებელში, რათა უნივერსიტეტის კომპიუტერის მეშვეობით მიეღო ინფორმაცია  ავადმყოფობის სიმპტომების შესახებ.

სიმპტომები მოიცავდა ტკივილს, მკერდის დაჭერილობას და ოფლის გამოყოფას. გამოძიებით დადგინდა, რომ ტრანის გარდაცვალების მიზეზი არტერიული გულსისხლძარღვთა  დაავადება იყო.

 

7. წყვილი ფლორიდის შტატიდან, რომელიც მსხვერპლის გაგუდვამდე რამოდენიმე წუთით ადრე Google-ს საძიებო სისტემაში ეძებდა ინფორმაციას „როგორ მოვკლათ გოგონა“.

2012 წელს ფლორიდელი წყვილი, რომელთაც 19 წლის გოგონა გაგუდეს, სანამ მას ეძინა, ინტერნეტში ეძებდნენ მისი მოკვლის გზებს.

32 წლის ჯეიმს აირესი (James Ayers) და 23 წლის ნიკოლ ეკრზესიკი (Nicole Okrzesik) ეჭვმიტანილ იქნენ იმ ხერხების ძიებაში, თუ როგორ უნდა მოეკლათ გოგონა და აგრეთვე ინტერნეტ შეტყობინებებში თუ რა უნდა გაეკეთებინათ გვამის მოსაშორებლად.

პოლიციის დასკვნით ამ ორმა ადამიანმა მსხვერპლთან ერთად ნარკოტიკული საშუალებები მიიღეს, რათა ჰქონოდათ მისი გაძარცვისა და ნარკოტიკებისათვის საჭირო ფულის მიღების საშუალება. ოკრზესიკი ინტერნეტში ეძებდა შემდეგს: „ქიმიური საშუალებები, ადამიანის გასათიშად“, „როგორ ვაიძულოთ ადამიანი, რომ დაკარგოს გონება“, „ძილში ადამიანის მოკვლის საშუალებები“, „როგორ გავგუდოთ ადამიანი“ და „როგორ მოვწამლოთ ვინმე“.

ოკრზესიკმა აგრეთვე გახსნა ფორუმზე თემა სახელწოდებით „შეიძლება თუ არა ვინმეს მოკვლა ძილში, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგოს, რომ ეს მკვლელობაა“.

ახალგზარდას მკვლელობის შემდეგ წყვილი განიხილავდა Facebook-ზე თუ როგორ მოეშორებინათ გვამი.

 

8. მოზარდი, რომელმაც მოხუცი ქალბატონი მოკლა, შემდეგ კი ინტერნეტში ეძება ინფორმაციას თუ რა უნდა მოემოქმედა გვამის მოსაშორებლად.

ბიჭმა ონტარიოდან გაგუდა მოხუცი, იმის გამო რომ ამ უკანასკნელმა მოთხოვა გოგონასთან სატელეფონო საუბარის შეწყვეტა.

80 წლის ვალერიე კსავიერი (Valerie Xavier) 2010 წლის 26 სექტემბერს მოკლულ იქნა საკუთარი მდგმურის ხელით, რომელიც განრისხდა მას შემდეგ რაც მოხუცმა უთხრა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში ტელეფონზე საუბრობს.

მკვლელობის შემდგომ მან მოხუცის კომპიუტერით აგრესიულ მუსიკას მოუსმინა და ინტერნეტში მოძებნა შემდეგი: „რა უნდა გააკეთო, თუკი თქვენ ვინმე მოკალით“, მან ჩატში რჩევის მიღების მიზნით ანალოგიური კითხვით 14 წლის ლას-ვეგასელ გოგონასაც მიმართა.

რვა დღის შემდეგ დამნაშავემ პოლიცია იმ ადგილას მიიყვანა სადაც გვამი გადააგდო. ახალგაზრდას 7 წლით თავისუფლებისაღკვეთა მიუსაჯეს. არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მეორე ხარისხის მკვლელობის მაქსიმალური ვადით.