loading...

«

»

მაი 12

Zahraa – უნიკალური დიზაინის მქონე იახტა

ალბათ სიახლე არავისთვისაა, რომ თითქმის ყველა იახტა კომფორტზეა გათვლილი, თუმცა როცა საქმე ფუფუნების სუპერიახტა – Zahraa–ს ეხება, კომფორტის ყველა ასპექტი სულ სხვა დონეებს აღწევს. უნიკალური დიზაინის მქონე მომხიბვლელი Zahraa ნამდვილი შედევრია, რომელიც დაუვიწყარი კრუიზისათვისაა ზედგამოჭრილი.

Zahraa გათვლილია 8 ადამიანზე, რომლებიც VIP–კაიუტებში შეძლებენ დაბინავებას. სუპერიახტაზე ჯაკუზები, მოხერხებული და ძვირადღირებული ავეჯით უზრუნველყოფილი ნომრები, სალონი, სასადილო, გასართობი და დასასვენებელი სივრცეებია. სუპერიახტა – Zahraa სტუმრებს მათზე გათვლილ საუკეთესო პირობებს სთავაზობს, რაც მათი უზადო დასვენების გარანტია.