loading...

«

»

მაი 14

MINI – Paceman Adventure

ეს გახლავთ MINI–ს მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი ორადგილიანი პიკაპი – Paceman Adventure–ი, რომელიც უგზოობის მოდელ – Paceman–ზეა შექმნილი და რომლის ავტორებიც სტუდენტთა ის ჯგუფი და მათი ინსტრუქტორებია, ვინაც მიუნხენისა და დინგოლფინგის ქარხანაში გადიოდნენ პრაქტიკას.

ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებულმა კრეატიულმა ქმნილებამ დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია ინტერნეტქსელში. პროექტის მსვლელობისას, ავტორებმა ავტომობილის სალონის უკანა ნაწილი მცირე საბარგულით ჩაანაცვლეს.

მოდიფიკაცია ჩაუტარდა შასის, რომელსაც კრიტიკულ წერტილებში, სიმტკიცის გამაძლიერებელი დეტალები დაუყენეს. გაუვალ გზებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად, კი ავტომობილს კლირენსი აუწიეს.

სრულამძრავიანი ავტომობილი 1.6-ლიტრიაჟიანი, 182-ცხ. ძალის მქონე ტურბო–ძრავითაა აღჭურვილი. ძრავის ჰაერის ამღები ზევით, თითქმის სახურავთანაა ატანილი, რათა მდინარის კალაპოტის გადალახვისას, მასში შემავალმა წყალმა ძრავი არ ჩაახშოს.

ავტომობილის სახურავი სპეციალური სამაგრი ჩარჩოთია აღჭურვილი, სადაც უგზოობის ავტომობილის სტილის შესაფერი სათადარიგო საბურავი და 4 დამატებითი ფარი თავსდება.

MINI–ს განმარტებით: „სტუდენტების მიერ შექმნილი – Paceman Adventure–ი, გრუნტიან გზებზე, გაუვალ ტალახში, ან უდაბნოს ქვიშაში გასავლელად შესანიშნავი საშუალებაა.

Paceman Adventure–ი თითქმის ისეთივე მოგზაურია, როგორიც დაკარის სამგზის გამარჯვებული, სპეციალურად მომზადებული – Countryman–ი. აქვე გამცნობთ, რომ ეს პროექტი ერთჯერადია და ამ ავტომობილის სერიული წარმოება არ იგეგმება.

 

წყარო: journal.top100.ge