loading...

«

»

მაი 19

თაფლის სასარგებლო თვისებები

ნატურალური თაფლი შედგება შაქრისგან, მასში ჭარბობს მონოსაქარიდები, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ამის გამო, თაფლი კუჭში ფერმენტების საშუალებით არ იშლება და, პრაქტიკულად, სწრაფადვე შეიწოვება ნაწლავებში.

გლუკოზა ზრდის ღვიძლის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფის უნარს, არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას აუმჯობესებს. ამიტომ, თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიის, მოწამვლის, ძლიერი გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს. ის ასევე, კარგია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების დროსაც.

თაფლში დაახლოებით 180 ბიოლოგიური ნაერთია, მათ შორის, თითქმის ყველა ამინომჟავა, ბევრი ფერმენტი, ვიტამინი, მიკრო და მაკრო ელემენტები, რაც ბუნებრივი ანტიბიოტიკია.

აკაციის თაფლი აუცილებელია მოზარდებისთვის, რადგან მასში ბევრია A ვიტამინი, ანუ კაროტინი.

რაც შეეხება წაბლის თაფლს, ის ხელს უწყობს მადის მომატებას, ნაწლავების ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსს, კარგია პროსტატისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს რეკომენდებულია ერთი ჩაის კოვზი თაფლი დილით და მას უნდა მიაყოლოთ წყალი.