loading...

«

»

მაი 21

სადილობამდე მიირთვით ერთი ცალი ვაშლი

როცა ორგანიზმში წიდები გროვდება, ადამიანი სწრაფად იღლება, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, უმადობა და ასე შემდეგ. ამ დროს ეცადეთ, არ მიიღოთ საკვები საღამოს 7 საათის შემდეგ.

თუ ძალიან მოგშივდათ, ჭამეთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი შაქრის გარეშე – ის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის. ამ მხრივ კარგია კეფირიც. სვით, ასევე, ბევრი სითხე.

ორგანიზმის გასაწმენდად კარგია მწვანე ჩაიც. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

ხილი კარგია ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად, რადგან ის შეიცავს უჯრედისსა და პექტინებს.

სადილობამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი ვაშლი – ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.