loading...

«

»

მაი 23

ლონდონის ისტორიის მუზეუმის ახალი მკვიდრი

ლონდონის ისტორიის მუზეუმს ახალი მკვიდრი შეემატა. ეს გახლავთ 1 თვის მამონტი, რომელიც მეცნიერთა დასკვნით 42 000 წლის კონსერვაციას ექვემდებარება. ექსპონატის ხილვა შესაძლებელი იქნება 2014 წლის 23 მაისიდან 7 სექტემბრამდე. 

პატარა მამონტი, რომელიც დაახლოებით დიდი ძაღლის ზომისაა (მისი სიმაღლეა 85 სმ–ი, ხოლო სიგრძე – 130 სმ–ი), ამჟამად შემანოვსკის მუზეუმიდან სტუმრობს ლონდონის ისტორიის მუზეუმს. თავდაპირველად იგი 2007 წელს ციმბირში აღმოაჩინეს, გაყინულ მდინარე იურიბეის ზედა დინებასთან, სადაც ვინმე – Yuri Khudi და მისი ვაჟი შეშას ეძებდნენ. მეცნიერთა აზრით, პატარა მამონტი 1 თვის ასაკში გარდაიცვალა მას შემდგომ, რაც თიხის მასაში ჩეფლო და დაიხრჩო. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ სწორედ თიხამ და ყინვამ შეინახა მისი სხეული ასე კარგად. იმდენად კარგად, რომ მის კუჭში დედის გაყინული რძე აღმოაჩინეს.

პატარა მამონტის ექპონატი ლონდონის ისტორიის მუზეუმში განთავსების წინ.

მამონტის თვალი.

მამონტის პაწაწინა სარძევე ეშვი, რომელიც ძლივს მოსჩანს.

ბალანი, რომლითაც მამონტის სხეული იყო დაფარული გაცვენილია.

მეცნიერთა ჯგუფი მამონტის კვლევის პროცესში. 2009 წ.

წყარო: journal.top100.ge