loading...

«

»

მაი 28

ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი გარდაიცვალა

ორშაბათს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა მექსიკელი – Manuel Uribe, ვინაც 2006 წლის გინესის წიგნის რეკორდსმენი იყო, როგორც მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ადამიანი. მედიკოსთა განცხადებით, სიკვდილის მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

მაისის დასაწყისში – Meme (როგორც მას მეგობრები მოისხენიებდნენ) მექსიკის ქალაქ მონტერეის საავადმყოფოში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია ამწეს მეშვეობით განხორციელდა. 2014 წლის 26 მაისს 48 წლის რეკორდსმენის ღვიძლმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

Manuel Uribe–მ წონის აკრეფა 20 წლის ასაკიდან დაიწყო. 1987 წელს იგი არალეგალურად ემიგრირებდა ამერიკაში, სადაც კომპიუტერების რემონტით იყო დაკავებული. როგორც ჟურნალისტებისათვის მიცემულ იტერვიუში თავადვე განმარტა: „მთელი დღე მანქანით გადავადგილდებოდი ოფისსა და სახლს შორის, თანაც მთელი დღის მანძილზე ვჭამდი და სპორტით არ ვიყავი დაკავებული“. შედეგად იგი მექსიკაში დაბრუნდა.

2001 წელს მისმა წონამ 587 კგ–ს მიაღწია და საწოლს მიეჯაჭვა, რადგანაც ვეღარ გადაადგილდებოდა. 2006 წელს მისი წონა 590 კგ–ს შეადგენდა, რის ფონზეც გინესის რეკორდთა წიგნშიც მოხვდა.

მოგვიანებით Manuel Uribe–მ დასახმარებლად ექიმებსა და ტელევიზიას მიმართა. მას სხვადასხვა წინადადებები შესთავაზეს, მათ შორის ბარიატრიული ოპერაციაც, თუმცა Manuel Uribe ქირურგიულ ჩარევას არ დათანხმდა.

2006 წელს – Manuel Uribe–მ გაიცნო 36 წლის – Claudia Solis–ი, ვინაც მასთან პერიოდულად დადიოდა – თმისა და ფრჩხილების მოსაწესრიგებლად. შემდგომ მისი ვიზიტები მეგობრობაში გადაიზარდა, ვიდრე 2008 წელს – Manuel Uribe–მ მას ცოლობა არ სთხოვა. მიუხედავად ქალის მშობლების წინააღმდეგობისა, ისინი დაქორწინდნენ. იმ ხანად Manuel–ი 330 კგ–ს იწონიდა, ხოლო Claudia 67 კგ–ს.

ქორწინების ცერემონიის შემდგომ, Manuel–ის ცოლის სახლში შესაყვანად, ნათესავები იძულებულები გახდნენ Claudia–ს სახლის კედელი დროებით მოენგრიათ.

მან ცილოვანი დიეტის დაცვა გადაწყვიტა და 2008 წლისთვის მისი წონა 381 კმ–დე შემცირდა (მან 209 კგ. მოიკლო). მრავალი წლის შემდგომ Manuel–მა პირველად შეძლო ქუჩაში დამოუკიდებლად გავლა.

2011 წლის მაისში, დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების ფონზე, Manuel–ის წონა 187 კგ–მდე დავიდა. გარდაცვალების მომენტში – Manuel–ი 394 კგ–ს იწონიდა.

შეგახსენებთ, რომ მოცემული მომენტისთვის პლანეტის ყველაზე დიდწონიან ადმიანად მიიჩნევა საუდის არაბეთის მკვიდრი მოჰსენ შაარი, ვინაც 610 კგ–ს იწონის.

წყარო: journal.top100.ge