loading...

«

»

ივნ 02

ხუთი წესი თუ როგორ უნდა ვიკვებოთ სიცხეში

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში, რომ ჩვენი ორგანიზმი არ გადავტვირთოთ? რომელი პროდუქტები, კერძები და სასმელები დაგვეხმარება სიცხის იოლად გადასატანად? გთავაზობთ 5 წესს, რომელიც ცხელი ზაფხულის სეზონისთვის გვირჩიეს მედიკებმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წესი N1. მეტი სითხე.

სიცხეში ჩვენი ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, ამიტომ საჭიროა მისი მარაგის დროულად შევსება, რაშიც სასმელები აღმოგვიჩენენ დახმარებას.

წყურვილს ყველაზე კარგად ჩვეულებრივი წყალი, ან უშაქრო მწვანე ჩაი კლავს.

მედიკები გვირჩევენ, რომ ცხელ ამინდში 100–200 მლ. გრილი (18–20°С) წყალი მიიღოთ ყოველ 40–50 წთ–ში.

დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ, რომ ხცელ ამინდში სუფრა რაც შეიძლება უხვად იყოს გაჯერებული წვნიანი კერძებით. თუმცაღა ექიმები იქვე გვაფრთხილებენ, რომ სითხის ჭარბად გამოყენება არაა სასურველი იმ ადამინთათვის, ვისაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, ასევე ვინც წნევას, სიმსუქნეს ან თირკმლის დაავადებებს უჩივის.

წესი N2. ვამცირებთ რაციონის კალორიებს.

ცხელ ამინდში ენერგიის მოხმარება 5%–ით მცირდება. შესაბამისად, ჩვენს ორგანიზმს ზაფხულში ნაკლებკალორიული საკვები ესაჭიროება.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნეს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები და ოლივიე. სასურველია მივიღოთ ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები, თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არაა.

სპეციალისტებმა ცხელ ამინდში მისაღები დღიური რაციონის ამგვარი ცხრილი შემოგვთავაზეს:
28% ცხიმები (აქედან 2/3 ზეთოვან ცხინებზე მოდის).
55% ცილები (მცენარეული და ცხოველური ცხიმების შეფარდება უნდა იყოს 50 х 50–ზე).
17% ნახშირწყლები.

წესი N3. კვების რაციონის გრაფიკის დარღვევა.

ცხელი ამინდი ჩვენს ორგანიზმს ნამდვილ გამოცდას უწყობს. ვუჩივით უმადობას, ხოლო დანაყრების შემდგომ კუჭში სიმძიმის შეფრძნება გვაქვს. იმისათვის, რომ ექსტრემალურ სიცხეში ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს, თავადვე უნდა შევუწყოთ ხელი. დიეტოლოგები რეკომენდირებას უწევენ დღიური კვების ჩვეული რეჟიმის ცვალებადობას.

ასე მაგალითად:
საუზმის მიღება რეკომედებულია დილის 6–7 სთ–ზე. სადილი – შუადღის ძლიერ სიცხემდე, ხოლო ვახშამი – 18 სთ–ზე. მათ ვისაც ცარიელი კუჭით დაძინება არ შეუძლიათ, 20–21 სთ–ზე მცირე წახემსებას ურჩევენ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, პროფესიონალებმა შემოგვთავაზეს დღიური რაციონის კალორაჟის ამგვარი გადანაწილება:
საუზმე – 35%;
სადილი – 25%;
ვახშამი – 25%;
გვიანი წახემსება – 15%.

წესი N4. ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ კიდეც.

თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას ჰმატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების სადილად მიღებაა რეკომენდებული.

ბოსტნეულისა და ხილის სალათები, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და სუფები (უხორცო) – ეს ის კერძებია რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ დაგვიტოვებს და რომელთა მიღებაც სადილადაა უპრიანი. ამგვარი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება, იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად.

ხორცისა და თევზის კერძების მიღება რეკომენდებულია ვახშმად/ან საუზმეზე (და არა სადილად, როგორც ჩვენ ამას ჩვეულებრივ მივირთმევთ), რამდენადაც ამ პეროდში ძალზე არ ცხელა და ორგანიზმი ამგვარ საკვებს უფრო ადვილად გადაამუშავებს.

ძილის წინ შიმშილის გრძნობას მოგვიკლავს რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა.

წესი N5. მეტი ვიტამინები.

როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, ცხელ სეზონზე გამოყოფილი ოფლის შედეგად დაკარგული ვიტამინები და მიკროელემენტები შეგვიძლია შევავსოთ: სეზონური ხილით, ბოსტნეულით, ახლადგამოწურული წვენებით, ბალახის ჩაით და ბურახით.

ოფლთან ერთად ჩვენი ორგანიზმი ძვირფას ვიტამინებსა და მიკროელემენტებს კარგავს, რომელთა შორისაც განსაკუთრბით უხვადაა წყალში ადვილდ ხსნადი ვიტამინები (С, B1, В2, B6 და РР). შედეგად, ჩვენ შევიგრძნობთ სისუსტეს, რაც დადებითად არ აისახება ჩვენს იმუნიტეტზე.

მედიკები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ასევე გვაფრთხილებენ: „ცხელი სეზონი ნაწლავური სხვადასხვა ინფექციებისთვის შესანიშნავი სეზონია. ამდენად, ძალიან კარგად გარეცხეთ: ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. მალფუჭადი პროდუქტები შენახეთ მაცივარში და არ იყიდოთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი.“