loading...

«

»

ივნ 03

ქართული ღვინის 9 სახეობა

საქართველო უძველესი დროიდან მოიაზრება ღვინის სამშობლოდ და ღვინის დამზადების დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანად. ქართული ღვინის ხარისხი განსხვავდება მსოფლიოში აღიარებული ბრენდებისაგან, რასაც განაპირობებს რელიეფი, კარგი კლიმატი, მიწა, ყურძნის მრავალი ჯიშის არსებობა და საქმის კარგი ცოდნა, რითაც საქართველომ უკვე მსოფლიოშიც გაითქვა სახელი. ამჯერად კი ქართული ღვინის რამდენიმე ნაირსახეობას წარმოგიდგენთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 


1. ქინძმარაული
ქინძმარაული – ბუნებრივად ნახევრადტკბილი, უმაღლესი ხარისხის, სუფრის წითელი ღვინო, რომელიც მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. მზა ღვინოს აქვს მუქი ბროწეულისფერი, ხავერდოვანი და დახვეწილი გემო – ხილის ბუკეტითა და ჯიშური არომატით. ღვინო გამოიცემა 1942 წლიდან. შესანიშნავად მიესადაგება დესერტსა და ხილს.


2. წინანდალი
წინანდალი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის და კახური მწვანე ჯიშების ყურძნიდან, სადაც დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება. იგი ღია ჩალისფერი შეფერილობისაა. რაც შეეხება მის გემოს, ის ხასიათდება ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, განვითარებული ბუკეტითა და ჯიშური არომატით. ღვინო ჯერ კიდევ 1886 წლიდან იწარმოებოდა ქვეყნის ღვინის ქარხანაში.


3. ხვანჭკარა
ორიგინალური და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ხვანჭკარა, უმაღლესი ხარისხის ღვინოა, რომელიც ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. სხვა ღვინოებისგან იგი თავისი უნიკალური ლალისფერი შეფერილობით გამოირჩევა. ხვანჭკარა ნაზი, საშუალო მჟავიანობის კარგად დაბალანსებული არომატითა და გემოთი ხასიათდება. არომატში ვარდის, მარწყვის, ალუბლის, ასევე, წითელი კენკრის ტონები შეიგრძნობა. კარგად ეხამება ადგილობრივ სამზარეულოს: რაჭული ლორით შეკმაზულ ლობიოს, მოხარშულსა და შებოლილი ხორცის კერძებს, ასევე კარგად წარმოაჩენს თავს, როგორც სადესერტო ღვინო, უხდება ხილს, მარწყვს, ალუბალს, არა კრემიან, არამედ მშრალ ბისკვიტიან ნამცხვრებს.


4. საფერავი – ქართულ ღვინოებში ერთ–ერთი გამორჩეული და დიდი პოტენციის მქონე, სუფრის მშრალი, წითელი ორდინალური ღვინოა, რომელიც ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგანაა დამზადებული. ღვინო მზადდება წითელი მშრალი ღვინომასალების დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციის მიხედვით. მზა ღვინო არის ბროწეულისფერი. ღვინო გამოირჩევა მძლავრი ექსტრაქტულობით, რომელიც შეხამებულია დიდ გემურ ჰარმონიასთან და მდიდარ ბუკეტთან. მიირთვით ფრინველის და ღორის ხორცთან, ყველთან ერთად. საფერავი იწარმოება 1886 წლიდან.


5. თბილისური
თბილისური (თეთრი) – სუფრის ნახევრადმშრალ ღვინოს წარმოადგენს. იგი ღია ჩალისფერი შეფერილობისაა. ყურძნის მოტკბო მომჟაო არომატი ღვინოს, გარკვეულ სირბილესა და ძალზედ ნაზ გემოს აძლევს. ღვინო თბილისური კარგად შეეხამება თევზს, სულუგუნსა და ხილს.


6. ახაშენი
ახაშენი – უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. ახაშენი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, რაც შეეხება გემოს, იგი გამოირჩევა გემოს ხავერდოვნებით, სრული დახვეწილობით, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით. ახაშენი იწარმოება 1958 წლიდან.


7. ჰერეთი
ჰერეთი – თეთრი, სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოა. იგი ღია ჩალისფერი შეფერილობისაა და გამოირჩევა ხილის ტონებითა და ჰარმონიული ჯიშური არომატით. ის მშვენივრად მიესადაგება ზღვის პროდუქტებს და სალათებს. ჰერეთი იწარმოება 1977 წლიდან.


8. მუკუზანი
მუკუზანი – ადგილწარმოშობის ღვინოა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. იგი ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით. რაც შეეხება მის გემოს, იგი ხავერდოვანი და დახვეწილია – გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატებით და ბუკეტით, მწიფე კენკრისა და დაფნის ტონებით. ღვინო იწარმოება 1888 წლიდან. მუკუზანი შესანიშნავად ეხამება საქონლის სტეიკს.


9. კახეთი
კახეთი – სუფრის მშრალი, თეთრი ღვინოა, რომელიც ოქროსფერი–ქარვისფერი შეფერილოთ გამოირჩევა. იგი ხასიათდება მაღალი ექსტრაქტულობით და ხილის სპეციფიური არომატებით. ღვინო კახეთი საქრთველოშიიწარმოება 1948 წლიდან.

წყარო: journal.top100.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>