loading...

«

»

ივნ 05

ტოპ 9 ქართული ნაციონალური კერძი

ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე არაერთი რამ თქმულა თუ დაწერილა. ეროვნული სამზარეულოს ჩამონათვალის სათავეში, კი მუდამ საცივი, მწვადი და ხინკალია მოქცეული. დღეს კი ქართული სამზარეულოს სხვა კერძებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც გამოკითხვისას ტოპ–ათეულის ცხრა ადგილი დაიმკვიდრეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. ნადუღი

რძის პროდუქტი, რომელიც ყველის ამოყვანის შედეგად დარჩენილი შრატის დუღილის შედეგად მიიღება. მას ძირითადად პიტნითა და მარილით აზავებენ, სულუგუნის თხელ ფირფიტებში მოათავსებენ, ძაბრების ან პატარა თავმოკრული ტომრების ფორმებით განათავსებენ ლანგარზე და ქართული სუფრის ერთი მშვენებაც მზადაა.


2. იახნე

იახნე აჭარული კერძია, რომელსაც საქორწილო სუფრაზეც ხშირად შეხვდებით აჭარაში. მის მოსამზადებლად საჭიროა საქონლის (ან ბატკნის) ხორცი. მოხარშული ხორცი მოშუშულია ხახვთან ერთად, რომელსაც შემდგომ ემატება წინასწარ მომზადებული გატარებული ნიგოზი, რომელიც შეზავებულია ნივრით, ხმელი სუნელებით (ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი (შესაძლოა ხარჩოს სუნელიც).


3. ფხალი

ფხალი სხვადასხვაგვარია. იგი შესაძლოა მომზადდეს: ისპანახისგან, ჭარხლის ფოთლებისგან, პრასისგან, კომბოსტოსგან და ა.შ. ნებისმიერი მათგანი შეზავებულია გატარებული ნიგვზის მასით, რომელსაც ნიორი, ძმარი, მარილი, წიწაკა (ან შავი პილპილი) და ხმელი სუნელები აქვს.


4. ბორანო

ბორანო აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია. მის მოსამზადებლად საჭიროა: იმერული (დაქუცმაცებული) ყველი, რძე, კარაქი (ან მზესუმზირის ზეთი). ყველაფერი ეს ნახევარი საათის განმავლობაში ცხვება და შემდგომ ღვეზელის სახით მიაქვთ სუფრასთან.


5. აჯაფსანდალი

აჯაფსანდალი – გემრიელი კერძია, რომლის მოსამზადებლად საჭიროა: ზეთში მოთუშული ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის, სტაფილოს, (შესაძლოა დაჭრილი კარტოფილისაც) ხახვის, ნივრის, ოხრახუშის, რეჰანის, ნიახურის, ქინძის ნაზავს, მარილით შეზავებული პომიდორი (გახეხილი ან წვრილად დაჭრილი) დაემატოს. წამოდუღებისთანავე კერძი მზადაა. მას მიირთმევენ, როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში.


6. მჭადი.

სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი კვერი, რომელიც ტრადიციულად კეცზე ცხვება (შესაძლოა ტაფაზეც) და განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში. მას იმერულ ყველთან ან სულუგუნთან ერთად მიირთმევენ. ასევე უხდება ნიგვზიან სალათებსაც.


7. კუჭმაჭი

კუჭმაჭი – საქონლის ან ფრინველის გულ–ღვიძლისგან მომზადებული კერძია. იგი ტრადიციულად ცხლად ან ცივად მზადდება. ცხელი კუჭმაჭისთვის, წინასწარ მოხარშული გულღვიძლი ტაფაში იშუშება, რომელსაც ხახვი, შავი პილპილი, ნიორი, დაჭრილი მწვანილები ემატება. ხოლო ცივი კუჭმაჭის მოსამზადებლად, მოხარშულ გულღვიძლს წინასწარ გატარებული ნიგვზით აზავებენ, რომელიც ხმელი სუნელებითაა გაჯერებული. კუჭმაჭის ორივე ნაირსახეობას ძალიან უხდება ბროწეულის მარცვლები, ან ბროწეულის წვენი.


8. შქმერული

შქმერული – რაჭული კერძია, რომლის სახელწოდებაც სოფელი შქმერიდან მოდის. ეს გახლავთ კეცზე (ან ტაფაზე) ცხიმში, ცოტაოდენ რძეში და გატარებულ ნიორში შემწვარი წიწილა (ქათამი), რომელიც სუფრასთან ცხელი სახით მიაქვთ.


9. ჩაშუშული

ჩაშუშული – ხორცისგან მომზადებული კერძია, რომელიც ბულგარული წიწაკით, ხახვით, პომიდვრით, შავი პილპილით (ან მწარე წიწაკით), ნივრით, ქინძით, რეჰანით, ოხრახუშით, ქონდრით (ან შესაძლოა ხმელი სუნელით) და მარილით მზადდება. ჩაშუშულს ცხელი სახით მიირთმევენ.

 

წყარო: journal.top100.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>