loading...

«

»

ივნ 06

ლუდი – ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სასმელი

ლუდის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ შუმერები წერდნენ. მე-12 საუკუნეში მონასტრის წინამძღვრებმა, გერმანელმა ჰილდეგარდამ ლუდს მთელი ტრაქტატი მიუძღვნა და მკითხველებს ურჩია, ბლომად მიირთვითო. ლუდს ფეხმძიმეებსაც ასმევდნენ და ჩვილებსაც. ეს სასიამოვნო სასმელი დედის რძეზე მარგებლად მიაჩნდათ.

გერმანელი მკურნალი საუგფუსი კი ქალებს ურჩევდა, სახე ხშირად დაეზილათ ლუდის ქაფით, რათა კანი ჩვილივით ქორფა ჰქონოდათ.

ლუდი არა მარტო სასმელია, არამედ ერთგვარი სიცოცხლის ელექსირიცაა. მასში უამრავი ვიტამინი და მინერალია, მდიდარია ორგანული მჟავებით, ხელს უწყობს საკვების იოლად ათვისებას, მადას აღძრავს, აუმჯობესებს ძილს.

ნაბახუსევზე რომ უებარია, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი. მათთვის, ვინც მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, ლუდი აუცილებელია. დასუსტებულ ორგანიზმს ბევრი ვიტამინი სჭირდება. ქარვისფერი სასმელი თირკმლებში, ღვიძლსა და ელენთაში საჭირო ვიტამინებს დააგროვებს და სისუსტეც უკვალოდ გაქრება.

ღია ფერის ლუდი გულის ტკივილსაც დაგიამებთ. 1 ჭიქა ლუდს ნახევარი ლიმონის წვენი გაურიეთ და კოქტეილი პატარა ყლუპებით მიირთვით.

ლუდი მოგიწესრიგებთ წნევას, გააფართოვებს სისხლძარღვებს და სპაზმებს მოხსნის. თუმცა ლუდი სასარგებლოა, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

გულის დაავადებებთან ბრძოლის ამერიკულმა ასოციაციამ ლუდი სასარგებლო ალკოჰოლური სასმელების სიაში შეიყვანა. ამერიკელ მეცნიერთა დასკვნით, ლუდი გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ზოგადად, ალკოჰოლური სასმელები ე.წ. კარგი ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, რაც ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. ლუდის მიღების დასაშვები დოზა ქალებისთვის დღეში 300მლ, მამაკაცებისთვის კი 600 მლ-ია, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ლუდი ყოველდღე უნდა სვათ. ლუდის მიღება კვირაში 2-3-ჯერ არის მიზანშეწონილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>