loading...

«

»

ივნ 13

10 სახეობის სასმელი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

გთავაზობთ თვალი გადაავლოთ ფოტომასალას, სადაც სასმელთა ის 10 ნაირსახეობაა წარმოდგენილი, რომლებიც მკვლევართა აზრით, ადამიანის ორგანიზმს სიბერის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

 

 

 

 

 

 

 

 


1. წყალი.
იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, საჭიროა მისი დატენიანება, რაშიც წყალი შეგვიწყობს ხელს. წყლის ოპტიმალური რაოდენობის შერჩევა საჭიროა: სხეულის წონის, ფიზიკური აქტივობისა და წელიწადის დროის გათვალისწინებით. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია, თუ წყლის დღიური ნორმა არანაკლებ 8 ჭიქისა იქნება. წყლის საკმარისი რაოდენობა კანს ელასტიურობას და სირბილეს სძენს. წყალი ასევე საჭიროა ტვინის სწორი ფუნქციონირებისთვის.


2. ყავა.
ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მიირთმევს ყავას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იგი კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა. European Journal of Cancer Prezentation–ში გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, დღეში 1 ფინჯანი ყავა 10%–ით ამცირებს კიბოს დაავადებათა რისკს, რასაც მეცნიერები კოფეინის ანტიკანცეროგენულ თვისებებს მიაწერენ (უკოფეინო ყავა, სამწუხაროდ ამ თვისებას მოკლებულია). მეცნიერები იქვე დასძენენ, რომ ყავის გადაჭარბებული მიღება ორგანიზმს არაერთ ზიანს აყენებს.


3. ალკოჰოლი.
ალკოჰოლის ზომიერი დოზით მიღება დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, კერძოდ გონებასისუსტესა და ალცჰეიმერის დაავადებაზე. მეცნიერები ქალბატონებს 1 ჭიქას, ხოლო მამაკაცებს 2 ჭიქა წითელი ღვინის ყოველდღიურ მიღებას ურჩევენ და იქვე გვაფრთხილებენ მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებაზე, რასაც ტვინის უჯრედების მრავალმხრივ დაზიანებებს უკავშირებენ.


4. მწვანე ჩაი.
ეს სასმელი სახელგანთქმულია იმით, რომ გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს ამცირებს. მასში შემავალი ფტორი კბილებს ამაგრებს და დაბლა სწევს კარიესების მაჩვენებელს. მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ მწვანე ჩაი უჯრედოვან დაბერებასაც უშლის ხელს, რასაც მასში შემავალ ანტიოქსიდანტებს აწერენ. იგი ხელს უშლის ე.წ. მჟავურ სტრესს, რომელიც ერთგვარი წინა პირობაა იმგვარი დაავადებებისა, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ინსულტი, კიბო და ალცჰეიმერის დაავადება. მეცნიერების მტკიცებით, 4 ფინჯანი მწვანე ჩაის ყოველდღიურად მიღება, 2–ჯერ ამცირებს ზემოთ ნახსენებ სტრესს და შესაბამისად ორგანიზმის დაბერების პროცესებს ეწინააღმდეგება.


5. კაკაო.
კაკაო – ეს ერთგვარი ბეღელია ფლავონოიდებისა, რომელიც სისხლძარღვებს ელასტიურობას ანიჭებს, რითაც ამცირებს ჰიპერტონიულ, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, თირკმლის დაავადებათა და მეხსიერიების პრობლემათა რისკებს. კაკაოს ორგანიზმისთვის მარგებლიანობის დასტურად პანამას ინდიელთა ტომი „კუნა“–ს მამაკაცები გამოდგებიან, რომლებიც დღეში 40 ფინჯან კაკაოს სვამდნენ. ჩატარებული კვლევების თანახმად, სწორედ ესაა მათი ჯანმრთელი ცხოვრების და ხანდაზმულობის მიზეზი.


6. სოიოს რძე.
სოიოს რძეში შემავალი იზოფლავინის რეკორდული რაოდენობა შესანიშნავად მოქმედებს კანზე. ეს ნატურალური კომპონენტები კანს ეხმარებიან კოლაგენის გამომუშავებაში, რაც მისი სიმკვრივისა და ელასტიურობისთვისაა საჭირო. იზოფლავინები ფოტოესტროგენებს წარმოადგენენ, რამდენადაც თავიანთი სტრუქტურით ძალზედ წააგვანან ადამიანის ჰორმონს – ესტროგენს. მიუხედავად იმისა, რომ იზოფლავინების ზემოქმედება გაცილებით სუსტია, ვიდრე ჰორმონის, მათი უნიკალური თვისებები შესანიშნავად ებრძვის კლიმაქსის თამნხლებ დისკომფორტულ სიმპტომებს, დადებითად აისახება გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.


7. წითელი გრეიფრუტის წვენი.
სწორედ მასში შემავალი ლიკოპინის დიდი რაოდენობა აძლევს ამ ხილს ინტენსიურ წითელ შეფერილობას. ლიკოპინი მიიჩნევა ერთ–ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტად, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს, რომლებიც თავის მხრივ უჯრედოვან დაზიანებებს უწყობენ ხელს. ლიკოპინი ამცირებს კანის სიბერის პროცესებს, იცავს მას მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ასევე სტიმულირებს ცილის სინთეზზე, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიმკვრივეზე.


8. სტაფილოს წვენი.
სტაფილოს წვენი შესანიშნავი საშუალებაა მეხსიერების გასაუმჯობესებლად, რაშიც მასში შემავალი ლუტეოლინი თამაშობს წამყვან როლს. ლუტეოლინი ორგანიზმზე ანტიოქსიდანტურ, ანტიანთებად, ანტისიმსივნურ და იმუნომოდულირებად საშუალებად მოიაზრება. ბოლო კვლევებმა ცხადყვეს, რომ ლუტეოლინი შესანიშნავი საშუალებაა სიბერის, ალცჰეიმერის დაავადების და გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ საბრძოლველად.


9. ფორთოხლის წვენი.
ფორთოხლის წვენი უხვად შეიცავს ლუტეინს, რაც ძალზედ დადებითად მოქმედებს მხედველობის ფიზიოლოგიაზე. ლუტეინი მხედველობის ხარისხის სიმკვეთრეს უწყობს ხელს, იცავს თვალს თავისუფალი რადიკალებისგან, რომელიც პირდაპირ შუქზე წარმოიშობა. რაციონში შეტანილი დიდი რაოდენობის ფორთოხლის წვენი, ეფექტურად დაიცავს თვალის ბადურას დეგენერაციისგან და შეგვინარჩუნებს მხედველობას. სწორედ ლუტეინის ნაკლებობას მიჰყავს თვალის ბადურის ფენა დისტროფიამდე, რაც დღევანდელ დღეს თითქმის ყველა 60 წელს გადაცილებულ ადამიანს აწუხებს.


10. ჭარხლის წვენი.
ჭარხლის წვენი მდიდარია აზოტმჟავას ბუნებრივი მარილებითა და ანტიოქსიდანტებით. შესაბამისად, მას მეცნიერებმა სიცოცხლის ელიქსირი უწოდეს. წვენი აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს მათში გამავალ სისხლის ნაკადს და უზრუნველყოფს უჯრედთა ჟანგბადით მომარაგებას. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ჭარხლის წვენი დადებითად ზემოქმედებს ტვინის აქტიურობაზე და ეფექტურია ჰიპერტონიულ დავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად.

წყარო: journal.top100.ge