loading...

«

»

ივნ 16

ორიგინალური ტახტი სტუდია Maximo Riera–სგან

დიზაინერული სტუდია – Maximo Riera–ს წევრებმა საკმაოდ უჩვეულო და იმავდროულად ორიგინალური ტახტი – Hippopotamus Sofa წარმოადგინეს, რომელიც თანამედროვე სტილის საცხოვრებელზეა გათვლილი.

ბეჰემოთის ფორმის ტახტის სიგრძე 4.5 ფუტი, ხოლო სიმაღლე 9.7 ფუტია. ეს ის ზომები გახლავთ, რაც ზრდასრულ მამალ ბეჰემოთს შეესაბამება. ტახტზე მხოლოდ ცალი მხრიდანაა დაჯდომა შესაძლებელი, ხოლო მისი მეორე მხარე და დანარჩენი ნაწილებიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ბეჰემოთი.

 

 

 

 

 

 

 

 

ნამუშევარი ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცა, სულ 20 ეგზემპლარი. რაც შეეხება საფასურს, იგი 95 000 აშშ დოლარი ღირს.