loading...

«

»

ივლ 09

ქალი, რომელიც 15 წელია უკვე კატის ბეწვს ჭამს

როგორც ჩანს, 43 წლის ამერიკელ ლიზას ვერ შეაგნებინეს, რომ კატის ბეწვი არა მხოლოდ საკვებად უვარგისია, არამედ ძალიან საშიშიც. ფაქტია, რომ ეს ქალი 15 წელზე მეტია მას ნამდვილ დელიკატესად მიიჩნევს და დღეში სამ ბურთულას მიირთმევს, რომლებიც კატის ბეწვისგან აქვს დაგორგლილი.

ამ ბეწვს აგროვებს სახლში, იატაკიდან და დივნიდა, სადაც მისი კატები ტოვებენ. არც იმაზე იხევს უკან, რომ კატას მიუახლოვდეს და ენით ალოკოს ბეწვი… დიახ, ამაზრზენია, მაგრამ ადამიანების უცნაურობებს საზღვარი არ აქვს.

სპეციალისტების აზრით, ამ ქალს ჩვეულებრივი ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამისგან არის გამოწვეული ეს პათოლოგიური ლტოლვა, რაც მას ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.