loading...

«

»

ივლ 25

Bentley Ponders Creation

ჯერ კიდევ საავტომობილო მრეწველობის ადრეულ პერიოდში იყო გავრცელებული ბიზნესის სახეობა – Coachbuilding-ი, რომლის ამოცანაც შასიზე სხვადასხვა ფორმის ძარების აწყობა იყო. სწორედ Coachbuilding–თან დაბრუნებას აპირებენ დიდი კომპანიებიც, რომელთა შორისაც პირველი – Bentley მოიაზრება.

 

 

 

 

 

 

 

 

Coachbuilding–ი სათავეს ჯერ კიდევ მე-17 ს–ში იღებს. ეს ის პერიოდია, ვიდრე ადამიანი ავტომობილს გამოუშვებდა. იმხანად ქოუჩბილდერები კატერებზე მუშაობდნენ და ბევრი მათგანი ნამდვილ შედევრებსაც კი ქმნიდა. მაგრამ მასობრივ წარმოებაზე გადასვლამ ეს ტრადიცია წარსულს ჩააბარა და იგი დიზაინზე ორიენტირებულმა ატელიეებმა ჩაანაცვლეს, რაშიც მათ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით ავტოინდუსტრიის მრავალფეროვნებისა და განვითარების მხრივ.

დღეს კი, როცა კონკურენცია იმგვარ სეგმენტშიც კი, როგორიც ლუქსისა და სუპერ–ავტომობილების წარმოებაა, არნახულად გამკაცრდა, დღის წესრიგში კვლავაც – Coachbuilding–ი ბრუნდება. მართალია ეს ბიზნესი აქა-იქ ჯერ კიდევ შეგხვდებათ, მაგრამ მალე მას დიდი კომპანიებიც დაუბრუნდებიან. ბრიტანულ ავტოკომპანიაში სპეციალური ცენტრის შექმნას აპირებენ, რომელიც მომხმარებლის სურვილისამებრ, Bentley–ს ამა თუ იმ შასის ინდივიდუალურ ძარას დაადგამს. პრინციპში, მსგავსი მეთოდით უკვე მუშაობენ: amborghini, Ferrari და Maclaren–ი, რომლებიც მომხმარებელთა დაკვეთით ანხორციელებენ ინდივიდუალურ პროექტებს (რომელთა უმეტესობაც საზოგადოებისთვის გაუმხლელელი რჩება).

გასათვალისწინებელია, რომ თუ – Bentley ექსკლუზიური ძარების წარმოებას დაიწყებს, ამგვარი ძარის შეძენის მსურველთ იგი საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. როგორც მარკეტოლოგები ირწმუნებიან, მსოფლიოს მასშტაბით საკმარისზე მეტია ამგვარი ავტომობილის დამკვეთი, რომელთათვისაც რიგითი მოვლენააზედმეტი 7 მილიონი დოლარის „ძვირადღირებულ სათამაშოში“ გადახდა.

როგორც –Bentley–ს გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების საბჭოს წევრმა – Kevin Rose–მა გამოცემა – AutoExpress–თან საუბრისას განაცხადა: „ეს იდეა მხიბლავს. ბევრს აღაფრთოვანებს იმის პერსპექტივა, რომ მხოლოდ მისთვის შექმნიან ავტომობილს. თუ ჩვენი კომპანიის ადრეულ პერიოდს გადავავლებთ თვალს, ჩვენ ვაწარმოებდით შასის, ხოლო მყიდველი თავად არჩევდა ძარებს, რომლებსაც ბევრი ფირმა ამზადებდა. ოდესღაც მხოლოდ ლონდონში 50 ძარის მწარმოებელი მუშაობდა“.

ვნახოთ რას მოიტანს მომავალი და რაოდენ წარმატებულად განხორციელდება ბრიტანელთა ჩანაფიქრი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ წარმატება ვუსურვოთ მათ.