loading...

«

»

აგვ 11

კრეატიული ილუსტრაცია ავტომობილი Jeep-სათვის

წარმოდგენილი ფოტოკოლაჟი კრეატიული სააგენტო – Leo Burnett France–ს წევრების მიერ განხორციელებული ორიგინალური სარეკლამო კამპანიის ამსახველია. ავტორებმა ილუსტრაციათა კრეატიული სერია ავტომობილი – Jeep–ისთვის შექმნეს, სადაც იხელმძღვანელეს სლოგანით: „დაინახე ის, რისი ხილვაც გსურს“.

ილუსტრაციებზე ასახულია ცხოველები: სპილო, ირემი და ჟირაფი, რომლებიც მეორე მხრიდან სხვაგვარადაც აღიქმება. ნამუშევრის ამობრუნებისას შეგვიძლია ვიხილოთ: პინგვინი, ფარშევანგი და სელაპი.