loading...

«

»

სექ 17

ლონდონის მომავლის ცათამბრჯენი – Endless City

არაერთი საპატიო ჯილდოს მქონე არქიტექტურული კომპანია – SURE Architecture–ის წევრებმა განახორციელეს პროექტი – „Endless City“, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ლონდონში არსებული ცათამბრჯენი იქნება.

საკუთარი ეკოსისტემის მქონე გიგანტური ნაგებობა 300 მ სიმაღლის იქნება და 165 855 კვ. მ–ზე განთავსდება. ცათამბრჯენი აღიჭურვება როგორც საცხოვრებელი ფართებით, ასევე ბიზნეს და შოპინგ ცენტრებით, გასართობი და რეზიდენტალური სივრცეებით, სკოლებით, ბაღებით, პარკებით, ხიდებითა და სხვა.

SkyScrapers and SuperSkyScrapers Competition–ის არაერთგზის გამარჯვებული არქიტექტურული კომპანია – SURE Architecture–ის დირექტორმა – Alina Valcarce–მ განმარტა, რომ ცათამბრჯენზე დაუსრულებლად იქნება შესაძლებელი დაშენება.