loading...

«

»

ოქტ 28

პროდექტები, რომლებიც ებრძვიან დაავადებებს

კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ პროდუქტების სასარგებლო და აუცილებელი მნიშვნელობა, რომლებიც ადამიანმა რეგულარულად უნდა მიიღოს, რათა სხვადასხვა დაავადება აიცილოს თავიდან და ჯანმრთელობა და სიმხნევე დიდხანს შეინარჩუნოს.

ისპანახი დაბალკალორიული საკვებია. ის მდიდარია რკინითა და ბევრი სასარგებლო ნაერთით. ამაგრებს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებს, ხელს უშლის თვალის ბადურის დაშრევებას.

ნიორი იცავს გულს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსუქნის წარმოქმნასა და განვითარებას. თუმცა, მისი ჭამა ეკრძალებათ მათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებთ, რადგან ის აღიზიანებს ლორწოვან გარსს.

პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტური ლიკოპენითა და ჩ ვიტამინით. ის ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების განვითარებას. კენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები პომიდვრის ჭამას უნდა მოერიდონ.

კომბოსტო და სატაცური მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიტამინებითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

მოცვი აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.

თხილი, ნუში, არაქისი და ნიგოზი შეიცავს ისეთ მჟავას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გულისთვის ისინი უებარი საშუალებებია.

თევზი ომეგა 3-ის წყაროა,  რომელიც გულს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტისა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას.

მცენარეული ზეთი იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის კედლებს ათეროსკლეროზის გამომწვევი ქოლესტერინისგან.

მწვანე ჩაი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ხსნის დაღლილობასა და სტრესს.

ლიმფური სისტემა ადამიანის შრომისუნარიანობასა და სექსუალურობაზე აგებს პასუხს

სისხლის მიმოქცევის სისტემას ორგანიზმის აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება აკისრია. არტერიების საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება, ვენების საშუალებით კი მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები გამოიდევნება. თუმცა, სისხლს ყველა არასასურველი ნივთიერება როდი გამოაქვს. შედარებით მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა და ორგანიზმის მათგან გათავისუფლება ლიმფური სისტემის წყალობით ხდება. სწორედ ამ სისტემაში იყრის თავს ყველა ტოქსინი, ვირუსი, მიკრობი, უჯრედთა დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ.

ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო, ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება, კერძოდ, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა; მცირდება ენერგიის ხარჯვა; მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში. ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე – ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადაიტანება, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ოფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება.

იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელია. თუ მისი ფუნქციის ნორმალიზებაზე იზრუნებთ, ხელოვნური იმუნოსტიმულატორების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. თქვენი გარეგნული ხიბლი, შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება თქვენს ორგანიზმში ლიმფა.

ძარღვებში სისხლი წნევით გადაადგილდება. მის მოძრაობას გულის ტუმბოსებრი მუშაობა უზრუნველყოფს. ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ასეთი ტუმბო არ გააჩნია. ლიმფა ლიმფურ ძარღვებში ამ უკანასკნელთა კედლის სუსტი შეკუმშვისა და ადამიანის კუნთების ზოგადი აქტივობის წყალობით მოძრაობს. ასაკთან ერთად, კუნთების აქტივობა თანდათან მცირდება, ძარღვების ტონუსიც იკლებს და ლიმფას კაპილარებში გადაადგილება უფრო და უფრო უჭირს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სისხლის დაბალი წნევის გამო, უმცირესი ლიმფოკაპილარები იოლად იჭყლიტება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა.

მისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად კონტრასტული შხაპის მიღება, რადგან ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას ანუ რელაქსაციას. ყველაზე კარგი და სასარგებლო კი ცურვაა, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებს ტონუსს ჰმატებს, რაც ააქტიურებს ლიმფური სისტემის ფუნქციას, არ აძლევს წიდებს დაგროვების საშუალებას და ადამიანიც თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.

წყარო: tbiliselebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>