loading...

«

»

ნოე 02

მაგიდაზე თავის დარტყმამ ქალი უსინათლობისგან განკურნა

ახალ ზელანდიაში მცხოვრები ქალი 11 წლის იყო რომ დაბრმავდა. 13 წლის შემდეგ კი, მაშინ როდესაც საყვარელი ძაღლის საკოცნელად დაიხარა, ქალმა თავი ჟურნალების მაგიდას დაარტყა. მეორე დღეს კი 100 პროცენტიანი მხედველობით გაიღვიძა.

ლიზა რეიდმა მხედველობა სიმსივნის გამო დაკარგა. მას შემდეგ მას ახალი ზელანდიის უსინათლოთა ფონდი ეხმარებოდა და მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობდა.

გოგონა ოცნებობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაენახა სამყარო, თუნდაც ბუნდოვნად, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა ეს ოცნება მართლაც თუ აუხდებოდა.

“თვალის ჩინის დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაულია რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ყველაზე მეტად იცით რამ გამაოცა? ჩემი ძმის ცვილლებამ. იგი ნამდვილი კაცი გამხდარა ამ ხნის განმავლობაში. არადა თვალისჩინი რომ დავკარგე, მაშინ სულ პატარა იყო…”, – ამბობს ბედნიერი ლიზა.

წყარო: etanews.ge