loading...

«

»

ნოე 08

იტალიის მისტიური ქალაქი

ბოლო ათი წლის განმავლობაში იტალიურ ქალაქ კანეტო დი კარონიაში ხანძრის 100-ით შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, იტალიელებს არც გეოლოგთა, არც ფიზიკოსთა და ვულკანოლოგოთა გამოცდილება არ ადგებათ.

ისინი ვერაფრით ხსნიან საიდან ჩნდება ცეცხლი. ქალაქში ცეცხლი ნებისმიერ წამს ნებისმიერ ნივთს შეიძლება გაუჩნდეს – მათ შორის, – ლეიბს, საწოლს, ავტომობილს, მაცივარს და ტელევიზორს.

ქალაქის მოსახლეობა თვლის, რომ ამ საქმეში დემონური ძალები არიან ჩართულნი, რადგან მეცნიერები 10 წელია ამაოდ ცდილობენ ცეცხლის გამომწვევი მიზეზების დადგენას.

ყველაფერი 2004 წელს დაიწყო, როდესაც ამ ქალაქში რამდენიმე სახლში ერთდროულად გაუჩნდა ცეცხლი გამათბობელს, მტვერსასრუტს, საქორწინო საჩუქრებს, ავეჯსა და წყლის მილსაც კი.

ჩატარებულმა ექპერტიზამ ვერ დაასახელა რამ გამოიწვია ხანძარი ერთდორულად რამდენიმე ადგილას.

მას შემდეგ მსგავსი სიტუაცია არაერთხელ დაფიქსირდა. რამდენიმე ადგილიდან მოსახლეობის ევაკუირებაც გახდა საჭირო. კიდევ ერთი შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოსახლეობა თვლის, რომ მათ ქალაქში ან მანიაკი ცხოვრობს, ან მათ ზებუნებრივი არსებები აშინებენ.

წყარო: etanews.ge