loading...

«

»

დეკ 15

9 გასაოცარი ფაქტი დედამიწის შესახებ

1) დედამიწა იდეალურად მრგვალი არაა. დედამიწა რა თქმა უნდა ბრტყელი არაა, სფეროს ფორმისაა, მაგრამ არა იდეალური. დედამიწის პოლარული რადიუსი 6356, 8კმ-ია.ხოლო ეკვადორული რადიუსი 6, 378.1 კმ.ანუ დედამიწას “ღიპი” აქვს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

image

2) მზის სიტემის პლანეტებიდან მხოლოდ დედამიწას აქვს ქართული შესატყვისი, დანარჩენი პლანეტების სახელები ბერძნულ-რომაულ მითოლოგიიდან არის აღებული.

 

image

3) დღეღამეში 24 საათი არა არის, -სინამდვილეში ჩვენი პლანეტა თავის ღერძის გარშემო წრეს 23 საათი 56 წუთი და 4 წამი უნდება.

 

image

4) დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ტექტონიკური ფილები აქვს-მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დედამიწა შედგება 7 უზარმაზარე ტექტონიკური ფილისგან, რომელიც მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით წელიწადში 10 სმ. სიჩქარით.თანამედროვე გეოლოგიის თანახმად, როდესაც ფილები ერთმანეთსა ეჯახებიან წარმოიქმნება მთები, ხოლო თუ შორდებიან მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები.

 

image

5) დედამიწას ჰყავდა ტყუპისცალი პლანეტა ტაია-მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დედამიწას ჰყავდა ტყუპისცალი პლანეტა სახელად ტაია, იგი დაახლოებით მარსის ოდენა იყო და მდებარეობდა დედამიწის წინ ან უკან 60 გრადუსით.4, 5 მილიარდი წლის წინ პლანეტა დედამიწას შეეჯახა, რის მიხედვითაც წარმოიშვა მთვარე..რატომ სჯერათ ამ თეორიის მეცნიერებს? იმიტომ, რომ დედამიწის მოცულობის პლანეტისთვის მთვარე საკამოდ დიდი თანამგზავრია..ამასთანავე მთვარე შეიცავს იზოტოპებს, რომელიც დედამიწისას წააგავს.

 

image

6) ამოუცნობი, თითქმის იდეალურად გლუვი მთვარის ორბიტა-მთვარის სიმძიმის ცენტრი 1.8 კმ ახლოა გეომეტრიულ ცენტრთან, რის გამოც ორბიტა უნდა ყოფილიყო უფრო მყიფე, მაგრამ ორბიტა თითქმის იდეალურად მრგვალია. მთვარე არის დაფარული მტვერით, რომელსაც დენთის სუნი აქვს, მიუხედავად ამისა, მტვერი არ შეიცავს არავითარ დენთს…გასაოცარი ის ფაქტიც, რომ მზე მთვარეზე 400-ჯერ დიდია და 400 -ჯერ უფრო დაშორებულია დედამიწას, სწორედ ამიტომ ცაზე მთვარე და მზე ერთნაირი მოცულობისა ჩანან.

 

image

7) ოკეანეების 90% გამოსაკვლევია-კაცობრიობა გაცდა დედამიწას, მთვარის და მარსის კვლევა დაიწყო…თუმცა ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ მეცნიერებს ოკეანეების ბინადართა მხოლოდ 10% აქვთ შესწავლილი, -212906 არსება..თუმცა დაახლოებით ზღვებში და ოკეანეებში 25 მილიონი ბინადარი ცხოვრობს.

 

image

8)ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე-89, 2 გრადუსი.-ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე დაფიქსირდა 1983 წლის 21 ივლისს ანტარქტიდაში, სადგურ “ვოსტოკზე”-89.2 გრადუსი.ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1913 წლის 10 ივლისს აშშ-ში ‘”სიკვდილის ველზე”+56.7გრადუსი.

 

image

9) პლანეტის ყველაზე მაღალი წერტილი ევერესტი არაა-დიახ ყველამ ვიცით, რომ ევერესტი ყველაზე მაღალი მთაა, იგი ზღვის დონიდან 8848 მეტრზე მდებარეობს..თუმცა როგორ ვიცით დედამიწა იდეალურად სფეროსებრი არაა..და სხვადასხვა წერტილები ეკვატორიდან უფრო ახლოა ვარსკვლავებთან…სწორედ ამიტომ ვულკანი ჩიმბორაზო მართალია ზღვის დონიდან 6268 მეტრზეა, მაგრამ სამაგიეროდ მისი უმაღლესი წერტილი 2, 5 კილომეტრით მეტჯერაა დაშორებულია დედამიწის ცენტრისგან, ვიდრე ევერესტი.

 

წყარო: intermedia.ge