loading...

«

»

იან 24

მსუქნების ქალაქი, სადაც წელიწადში 200 კილოგრამს იკლებენ

ბრაზილიის სან-პაულუს შტატის ქალაქ სოკორაბის „მსუქნების დედაქალაქს“ ეძახიან. ამ სახელს იგი რამდენიმე კლინიკას უნდა უმადლოდეს, რომლებშიც ადამიანები ზედმეტი წონისგან თავისუფლდებიან.

კლინიკაში განსაკუთრებულად პრობლემურ პაციენტებს ჰკიდებენ ხელს. მაგალითად, 34 წლის ჟოზელინა და სილვამ ქალაქის ერთ-ერთ კლინიკას 2003 წლის ნოემბერში მიაკითხა, მაშინ 430 კილოგრამს აღწევდა, სამი თვის შემდეგ მან 140 კილოგრამი დაკარგა, წელიწადნახევარში კი 100 კილომდე ჩამოვიდა.

მეორე პაციენტმა – ყოფილმა მზარეულმა ვიტორინ დუშ ფრეიტასმა წელიწად-ნახევარში 221 კილოგრამი დაიკლო თავისი 317-დან.

კლინიკაში ერთი პირობა არსებობს – საკუთარი ტანსაცმელი, რომლითაც პაციენტი პირველად მივა სპეციალურ მუზეუმში უნდა დატოვოს. მის გვერდით კი იმ პიჟამას გამოფენენ, რომლითაც კლინიკიდან გაწერენ.