loading...

«

»

თებ 01

ქალმა, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, ტყუპი გოგონა გააჩინა

ჰელი ჰეინი 19 წლის იყო როდესაც უთხრეს, რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდა, რადგან საშვილოსნო არ ჰქონდა. მისი ორგანიზმი მიდრეკილი იყო მამაკაცური ჰორმონების ზრდისკენ და თუ ჰორმონოთერაპიას დაიწყებდა, შესაძლოა სრულყოფილ კაცად ჩამოყალიბებულიყო.

გოგონასთვის ეს ამბავი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, მაგრამ საქმრომ, რომელიც 16 წლიდან გვერდით ჰყავდა, დაამშვიდა და უთხრა, რომ მთელი ცხოვრება მასთან გატარება სურდა. მალე დაოჯახდნენ, მაგრამ ქალი მაინც ვერ ითმენდა და ხშირად დაიდოდა ექიმებთან, იქნებ რამე სანუგეშო გაეგო.

ერთ-ერთ ვიზიტზე, ექიმმა უთხრა, რომ მუცლის ღრუში ძალიან პატარა, განუვითარებელი საშვილოსნო დაინახა. ქალი სიხარულისგან გადაირია. ექიმმა ჰორმონოთერაპია დაუწყო და სამ წელიწადში ქალის მუცელში საშვილოსნო გაიზარდა.

დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, შეძლეს, რომ ჰელის საშვილოსნოს დამოუკიდებლად გამოემუშავებინა კვერცხუჯრედები და დღეს ქალი ტყუპი გოგონას დედაა.

„დაუჯერებელია, როდესაც ეხოსკოპიაზე მითხრეს, რომ ექვსი კვირის ფეხმძიმე ვიყავი, ტირილი მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ამით ჩემს პატარებს ვავნებდი. დღეს ჩემზე ბედნიერი ქალი მსოფლიოში არ დადის, რადგან მე სრულყოფილი ოჯახი მაქვს,“ – ამბობს ჰეინი.

 

წყარო: etanwes.ge