loading...

«

»

თებ 23

ყველაზე ცნობილი ბრენდების სახელების მნიშვნელობა

1-Adobe.-ცნობილი კომპიუტერული პროგრამის სახელი ყველასთვის ცნობილია, ის წარმოდგება მდინარე Abode creek-ის სახელწოდებისგან, რის მახლობლადაც ცხოვრობდა ამ პროგრამის შემქმნელი დ.ვორნოკა.

2-Adidas.-ეს გახლავთ შემოკლებული სახელი ფირმის დამაარსებლისა Adi dasler.

3-Apple-სტივ ჯობსი, კომპანიის დამაარსებელი დიდხანს ფიქრობდა რა დაერქვა ფირმისთვის, ბოლოს თავის საყვარელი ვაშლის-apple makintoshi-ის სახელი დაარქვა.

4-BMW-აბრევიატურა იშიფრება ასე: Bayerische Motoren Werke(ბავარიის მოტორის ქარხნები))

5-Canon-კომპანიის სახელწოდება წარმოდგება სათნოების ღმერთისგან(ბუდისტურ კულტურაში).

6- Fuji.-იაპონიაში ყველაზე დიდი მთის საპატივცემლოდ ჰქვია ეს სახელი ბრენდს.

7- Google-ეს სიტყვა ეწერა ქვითარზე კომპანიის პირველ ინვესტორს, საერთოდ ციფრს, რომელშიდაც ასი ნულია, ინგლისში ეძახიან googol-ს.

8-Kodak-დ.ისტმენი, ფირმის დამაარსებელი ამბობდა, რომ “კოდაკი” არის ჩხაკუნი, რომელსაც კამერა გამოსცემს გადაღების დროს, ამასთანავე ასო K მისი საყვარელი ასოა ანბანში, რადგან თითქმის ყველა ენის ანბანში ერთნაირად იწერება.

9-LEGO-ამ ცნობილი ბრენდის ორი განმარტება არსებობს, პირველი, – დანიურად შემოკლებით “Leg Godt”, “კარგად თამაშს ” ნიშნავს, ხოლო ლათინურად LEGO შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც “მე ერთმანეთს ვუერთებ”, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა.

10-LG-სათაური წარმოდგება ორი კორეული ფირმის სახელწოდებისაგან, რომლებიც გაერთიანდნენ.ესაა Lucky(იღბალი) და Gold star(ოქროს ვარსკვლავი).

11-Nokia-ქალაქის სახელია ფინეთში, თავიდან ეს კომპანია ხის გადამამუშავებელი საწარმო იყო, შემდეგ კი რეზინას ამუშავებდნენ.

12-Puma-1948 წელს რუდოლფ დასლერი წაეკამათა თავის ძმას Adidas-ის დამაარსებელ ადი დასლერს და დააარსა ახალი კომპანია RuDa(შემოკლებული რუდი დასლერი), შემდეგ დროთა განმავლობაში გადაკეთდა Puma-დ.

13-Sony-გამომდინარეობს ლათინური სიტყვიდან sonus, რაც ხმას ნიშნავს და სლენგისგან Sonny- მცირეწლოვანი.

14-Skype-განიცადა მრავალი ცვლილება, თავიდან ერქვა “Sky peer to peer”, (გათანასწორებული ცა), შემდეგ შემცირდა Skyper-ზე დაბოლოს დარჩა ის რითაც ვიცნობთ და ვიცით.

15-Xerox-ბერძნულად “xer”-ნიშნავს “მშრალს”, ეს სახელწოდება სიმბოლურია იმ გამოგონებისათვის, რაც კარლსონმა გააკეთა, მანამდე ხომ ასლი სველი იყო და გაშრობას უნდა დალოდებოდი.

16-Yahho-ასე დაარქვა სვიფტმა “გულივერის მოგზაურობაში” საზიზღარ და უსიამოვნო ადამიანს, იანგმა და ფილომ კი ასე გადაწყვიტეს დაერქმიათ საკუთარი კომპანიისთვის.

 

წყარო: intermedia.ge