loading...

«

»

მარ 11

მდინარეში გადავარდნილ მანქანაში ბავშვმა 14 საათი გაატარა

ამერიკის შტატ იუტაში, საავტომობილო შეჯახების შედეგად ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა. მანქანა, რომელშიც წლინახევრის გოგონა და მისი დედა იმყოფებოდნენ, ავტოკატასტროფის შედეგად მდინარეში გადავარდა. ბავშვის სავარძელი საბედნიეროდ წყლის ზედაპირზე გაჩერდა, რის შედეგადაც ბავშვი არ დაშავებულა.

ავტომობილმა ბეტონის კედელი გაარღვია, ტრასიდან გადავიდა და მდინარეში გადატრიალდა. ვარდნის შემდეგ მანქანა ისე გაჩერდა, რომ ბავშვის მიმართულებით მდინარის დინების ნაკადი შეაჩერა. 25 წლის დედა საუბედუროდ ადგილზევე გარდაიცვალა, 18 თვის გოგონამ კი სავარძელში 14 საათი გაატარა.

შემთხვევა დაახლოვებით 22:00 საათზე მოხდა. პატარა გოგონას აღმოჩენა ადგილობრივმა მეთევზემ მოახერხა, რომელმაც მდინარეში ამოტრიალებული ავტომობილი შენიშნა.