loading...

«

»

მარ 19

ტურისტი ქალი ნავზე ვეშაპის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

35 წლის კანადელი ტურისტი გარდაიცვალა მას შემდეგ, როცა ტურისტებით სავსე გასაბერ ნავს უზარმაზარი ნაცრისფერი ვეშაპი დაესხა თავს კაბო-სან ლუკასის სანაპიროზე, მექსიკა.

ტრაგედია სანაპიროდან ერთი მილის მოშორებით მოხდა, როდესაც 24 კაციანი ტურისტული ნავი ზღვის ბინადრების დასათვალიერებლად გაემგზავრა.

ერთ-ერთმა ვეშაპმა, რომელიც თითქმის 50 მეტრი სიგრძისაა და იწონის თითქმის 80000 ფუნტს, დიდი სიწრაფით გაარღვია წყლის ზედაპირი და დაეჯახა გასაბერ ნავს, რომელიც ტურისტულ კომპანია “Cabo Adventures”-ს მიეკუთვნება.

სურათზე :გარდაცვლილი ჯენიფერ კანერი მეუღლესთან ერთად (ფოტო Facebook -დან)

შეჯახების შედეგად ნავიდან სამი ადამიანი გადმოისროლა.აქედან ორმა ჭრილობები და დაზიანებები მიიღო, მათი გადარჩენა მოხერხდა. მესამე, კანადელი ქალბატონი ჯენიფერ კანერის გადარჩენა ვერ შესძლეს.

ნაცრისფერი ვეშაპები(იგივე კალიფორნიული) დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ბინადრობენ მექსიკის სანაპიროს თბილ წყლებში და მრავლდებიან.

Cabo Adventures-ს 89 $ -ად სთავაზობს ტურისტებს გასეირნებას და”აძლევს უნიკალურ შანსს დაათვალიერონ და თან ფოტოები გადაუღონ ამ გასაოცარ ძუძუმწოვარებს.”

წყარო: intermedia.ge