loading...

«

»

მაი 04

GoPro ვირტუალური რეალობის შექმნაში სიახლეებს გეგმავს

ვირტუალურ რეალობაში თავისი პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა GoPro-მ. ცნობილმა ბრენდმა ფრანგული ფირმა Kolor-ის შეძენა დააანონსა, რომელიც სწორედ ვირტუალური რეალობის შექმნაზე მუშაობს.კომპანიის პროგრამული ურუნველყოფა მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ფოტო ან ვიდეო სერიებით 360 გრადუსიანი პანორამები და ვიდეომასალები შეექმნათ. საინტერესო ისაა, რომ ამის გასაკეთებლად Kolor-ის მომხმარებლები უმეტესად სწორედ GoPro-ს სუბიექტურ კამერებს იყენებდნენ. ამიერიდან კი, ამ ორი ბრენდის კოლაბორაციით ერთ სისტემაში შეგეძლებათ გადაიღოთ და გარდაქმნათ ფოტო თუ ვიდეომასალა, როგორც კომპანიების წარმომადგენლები უწოდებენ, სფერულ კონტენტად.

როგორც GoPro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ ვუდმენმა თქვა, ბრენდის მომხმარებლებისთვის სამ განზომილებიანი სურათების გადაღება უკვე იმდენად პოპულარული იყო, რომ ეს ახალი და ბევრისთვის წარმოუდგენელი ნაბიჯი ლოგიკური ჩანდა. თუმცა მისივე თქმით, სფერული კონტენტის შექმნა დასაწყისში გარკვეულ სიძნელეებთან მაინც იქნება დაკავშირებული. „ვფიქრობ, ვირტუალური რეალობის შექმნა ჯერ მხოლოდ ამ საქმის პროფესიონალებს და გამოცდილ მომხმარებლებს შეუძლიათ, რადგანაც სფერული კონტენტის შექმნა გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამჟამად ამის გაკეთება მხოლოდ 6 ან მეტი GoPro კამერის და 3D პრინტერის გამოყენებით არის შესაძლებელი. გადაღებული მასალა უნდა დამუშავდეს Kolor-ის პროგრამაში და მხოლოდ შემდგომ გარდაიქმნება სფერულ კონტენტად. თუმცა, უახლოეს მომავალში ჩვენი ტექნიკური უზრუნველყოფით, სულ უფრო მეტ ფანტასტიკურ ვიდეო თუ ფოტო ნამუშევრებს ვიხილავთ. კომპანიები სფერული კონტენტის შექმნის პროცედურების გამარტივებას ეცდებიან და დროთა განმავლობაში ალბათ უკვე ყველა დაიწყებს ვირტუალური რეალობის შექმნას.“ – თქვა ნიკ ვუდმენმა სიახლის დააანონსებისას.

ამ სიახლესთან ერთად,  GoPro-მ  4K მხარდაჭერის ვიდეოც წარმოადგინა, რათა Kolor-ის შესაძლებლობები და მნიშვნელობა უკეთ წარმოეჩინა. ვიდეოს ნახვა საუკეთესო რეზოლუციაში ამჟამად მხოლოდ Google Chrome-ის ან Kolor საკუთარი აპლიკაციით შეგიძლიათ. GoPro-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უფრო მეტი სფერული ვიდეოების ნახვა Oculus VR და Samsung Gear VR-ის საშუალებითაც მალე შეეძლებათ მათ მომხმარებლებს.

 

წყარო: review.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>