loading...

«

»

ივლ 10

გარუჯვის მსურველთათვის რამდენიმე სასარგებლო რჩევა

სულერთია, ზღვაზე აპირებთ გაშავებას თუ მთაში, მდინარის ნაპირზე ან თუნდაც ტბაზე, ეს რჩევები მაინც გამოგადგებათ.

1. მზისგან დამცავი კრემი წაისვით პლაჟზე გასვლამდე 30 წუთით ადრე.

2. დაწექით მოჩრდილულ ადგილას – ასე უფრო ნელა, მაგრამ, სამაგიეროდ, ინტენსიურად გაშავდებით, თანაც, კანი არც დაგეწვებათ, არც აგექერცლებათ და არც აგიჭრელდებათ, რადგან ჩრდილი 50-50 პროცენტით ამცირებს მზის ულტრაიისფერ სხივებს.

3. პლაჟზე ყოფნისას აუცილებლად დაიხურეთ შლაპა (ან – ტილოს ან ჩალის ქუდი) და გაიკეთეთ სათვალე. თუ დიდხანს მოგიწიათ მზეზე ყოფნა, დაიფარეთ თხელი ნაჭერი, რომ არ დაიწვათ.

4. რაც შეეხება მზისგან დამცავ კრემებს, უნდა იცოდეთ, რა დოზით გამოიყენოთ: კერძოდ: სახეზე წაისვით 1 ჩაის კოვზი (30 მილიგრამი) კრემი, სხეულზე კი – მინიმუმ 90 მილიგრამი.

5. პლაჟზე ყოფნისას დამცავი კრემი წაისვით ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

6. მზისგან დამცავი საშუალებების შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ წარწერა ეტიკეტზე და უპირატესობა მიანიჭეთ იმას, რომელსაც აქვს ორმაგი დაცვა – UVA სხივების (კანის დაბერების) და UVB სხივების (მზით დამწვრობის) საწინააღმდეგოდ.

7. შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტის შენახვის ვადა. უმრავლესობის ვარგისიანობის ხანგრძლივობა 2 წელია. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ვადაგასული კრემები და არც ის საშუალებები, რომლებსაც ვადა არ გასვლია, მაგრამ, შარშან ზაფხულში გახსენით.

8. წყლიდან ამოსვლისას აუცილებლად შეიმშრალეთ ტანი, წაისვით კრემი და მზეს ისე მიეფიცხეთ. თუ ასე მოიქცევით, წვრილი ბუშტუკები აღარ გაგიჩნდებათ.