loading...

«

»

ივლ 17

სანდრო ტომასი (Sandro Thomàs) – ქუჩის ხელოვნება

ამჟამად ბანგკოკში მცხოვრები ესპანელი მხატვარი და გრაფიკოს-დიზაინერი სანდრო ტომასი (Sandro Thomàs), უკვე ათ წელიწადზე მეტია ქუჩის ხელოვნებითაა დაკავებული. მისი ნამუშევრების სიუჟეტთა უმრავლესობა შთაგონებულია თვით ადგილმდებარეობის მიერ: ხანდახან ეს იყო რაიმე საგანი, ფაქტურა ან უბრალოდ კედელში არსებული ხვრელი. მაგრამ ხანდახან ისეც იყო ხოლმე, რომ პირველად ჩანაფიქრი იბადებოდა, ამის შემდეგ კი მხატვარი თავად ეძებდა ადგილს იდეის განსახორციელებლად. სანდო ტომასი აეროზოლის საღებავებით მუშაობს, თუმცა ხანდახან ფუნჯებითაც ხატავს, როდესაც იგი სტუდიურ საქმიანობას ახორციელებს.