loading...

«

»

აგვ 17

4 ჰორმონი, რომელიც ჩვენს წონას აკონტროლებს

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მსუქანა ინგლისში ცხოვრობდა. დანიელ ლამბერტი ყოველდღე ვარჯიშობდა, ნამცეცებით იკვებებოდა და მაინც 350 კილოს იწონიდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიმსუქნის მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა იყო.

განვიხილოთ ჰორმონები, რომლებიც წონაზე ახდენენ გავლენას.

ლეპტინი და გრელინი

ლეპტინი ტვინს დანაყრების შესახებ ამცნობს და მაგიდიდან ადგომაში გვეხმარება. როგორც კი ეს ჰორმონი დაბლა იწევს, ადამიანს მუდმივი შიმშილის გრძნობა აწუხებს და მუდამ ჭამს.

მიზეზი: გამოუძინებლობა.

რა უნდა ქნათ?
უნდა გამოიძინოთ არანაკლებ 8 საათისა დღე-ღამეში. რაციონი ზღვის პროდუქტებით გაამდიდროთ.

გრელინი მადის მომატებაზეა პასუხისმგებელი.

მიზეზი: დიეტები და დიდი პაუზები ჭამას შორის. ამიტომ გვირჩევენ დიეტოლოგები ვჭამოთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად.

რა უნდა ქნათ?
შეამცირეთ გაზიანი სასმელები. ხილის წვენები. ისინი გრელინის გააქტურებას იწვევენ.

ესტროგენი
მას ქალის სილამაზის ჰორმონსაც ეძახიან. იგი ქალს ლამაზ ფორმებს “ჩუქნის”, მაგრამ როგორც კი მისი დონე მატულობს, ორგანიზმი ცხიმიანისა და ტკბილის ჭამას გვთხოვს.

ესტროგენის პარალელურად ორგანიზმი ტესტოსტერონსაც კარგავს, რაც კუნთებზე აგებს პასუხს და შედეგად მოფამფალებულ, ცხიმიან სხეულს ვიღებთ.

მიზეზი: ემოციური გადატვირთვა, სტრესი.

რა უნდა ქნათ? ორგანიზმს ესაჭიროება სელენი და თუთია. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. ნუ დაივიწყებთ არომატულ აბაზანებს, რაც სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

მათი დაქვეითება წონის მატებას იწვევს.

მიზეზი: სტრესული სიტუაცია.

რა უნდა ქნათ?
გაამდიდრეთ რაციონი იოდის შემცველი (თევზი, ზღვის კომბოსტო) პროდუქტებით. გამორიცხეთ არაქისი და სოია.

 

წყარო: marao.ge