loading...

«

»

აგვ 21

იცავს თუ არა კონსერვს ასპირინი ბოტულიზმისგან

ბოტულიზმი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ადამინის ნერვულ სისტემას და შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სიკვდილიც კი.ბოტულიზმის გამომწვევი ანაერობული მიკრობია, რომელსაც უჟანგბადო გარემოში შეუძლია სოცოცხლე. ხელსაყრელ პირობებში ბაქტერიები იწყებს გამრავლებას, გამოყოფს რა განსაკუთრებით საშიშ ტოქსინს.

ბოტულიზმის ბაქტერიები აქტიურად მრავლდება და ტოქსინებს გამოყოფს უჟანგბადო გარემოში. ბაქტერიები ძალიან მდგრადია.

უფრო დაწვრილებით რომ ვთქვათ, ბევრ დიასახლისს აინტერესებს იღუპება თუ არა ბოტულიზმის გამომწვევი დუღილისას ან კონსერვისთვის ასპირინის დამატება დაგვიცავს თუ არა მისგან.

ბოტულიზმი ბუნებაში ორი ფორმით არსებობს: ვეგეტატიური და სპორას ფორმით. ბოტულიზმის ვეგეტატიური ფორმა იღუპება 100 გრადუსზე 5 წუთით დუღილისას, ხოლო სპორას ფორმა 120 გრადუსზე ნახევარსაათიანი დუღილისას, რაც სახლის პირობებში შეუძლებელია გაკეთდეს. სპორა მდგრადია მადეზინფიცირებელი საშუალებების მღალი კონცენტრაციის მიმართ, მათ შორის ასპირინის მიმართაც. სპორა უძლებს გაყინვას, გამოშრობას და ულტრაიისფერ გამოსხივებას.

ჩვეულებრივი, საღი და ბოტულიზმიანი კონსერვი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ბაქტერიები არანაირად ვლინდება არც შესახედაობით, არც სუნით და არც გემოთი. ტოქსინის არსებობის ზუსტი განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით.

როგორ დავიცვათ თავი კონსერვირებისას ბოტულიზმისგან:

· აუცილებელია პროდუქტების და კონსერვირებისთვის საჭირო ჭურჭლის ხარისხიანი გარეცხვა.

· იმოქმედეთ რეცეპტის მიხედვით და გამოყენეთ მითითებული რაოდენობის მარილი და მჟავა.

· პროდუქტები თერმულად ხანგრძლივად უნდა დამუშავდეს;

· კონსერვირებისას ნუ გამოიყენებთ გაფუჭებულ ან ძველ პროდუქტს, იგი უნდა იყოს საღი და საუკეთესო ხარისხის;

· კონსერვები შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას (4-15 გრადუსამდე);

· საკვებად არ გამოყენოთ კონსერვი, რომლის სახურავიც ამობურცულია;

· საკვებად მიღების წინ კონსერვი ადუღეთ 20 წუთი;

· ნუ შეიძენთ კუსტარულად დამზადებულ კონსერვებს.

 

წყარო: mkurnali.ge