loading...

«

»

ოქტ 02

მსხვერპლი, რომელიც ვარსკვლავებმა როლებისათვის გაიღეს

საიდუმლო არ არის, რომ წარმატებული როლისთვის ბევრი ვარსკვლავი მზად არის, ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს, გარეგნობაზეც ჩაატაროს ექსპერიმენტები, იქამდეც კი, რომ აბსოლუტურად უცნობ ადამიანს დაემსგავსოს.

ფილმში „მონსტრი“ ჰოლივუდის ვარსკვლავ შარლიზ ტერონს მკვლელ მეძავად გარდასახვა მოუხდა. მან პროთეზი ჩაისვა, 14 კილოგრამამდე მოიმატა, ჭუჭყიანი თმა გაიბურძგნა, სახე დაიმახინჯა და ყველა ეს მსხვერპლი გამოისყიდა „ოსკარით“, რომელიც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიანიჭეს.

ნიკოლ კიდმანმაც „ოსკარი“ მიიღო რეალურობისგან მეტისმეტად შორს მდგომი სახით – მას ჯილდო მიანიჭეს ვირჯინია ვულფის როლის განსახიერებისთვის ფილმში „საათები“. ცნობილ მწერალთან მსგავსების მისაღწევად ნიკოლს უზარმაზარი და უხეში ბუტაფორიული ცხვირის ტარება უწევდა, რომელიც მეტისმეტად დიდი იყო მისი ლამაზი სახისთვის.

ETANEWS

სიგურნი უივერმაც „გასწირა“ თავისი ნამდვილი ცხვირი, ასევე თმა, კბილები, კანი და წარბები ჯადოქრის როლისთვის ფილმში „ფიფქია – საშინელი ზღაპარი“. პრაქტიკულად უცნობი ადამიანივით შეღებეს მსახიობი ემა ტომპსონი კინოკომედიაში „ჩემი საშინელი ძიძა“. საკმაოდ უსიამოვნო შესახედავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ემას პერსონაჟი ფილმში დადებითი იყო.

ETANEWS

დაუჯერებელ მსხვერპლზე წავიდა ცხოვრებაში მომხიბვლელი მსახიობიკრისტინ ლეიკინი, რომელმაც სრულყოფილებისგან ძალიან შორს მდგომი გოგონას როლი ითამაშა ფილმში „მზეთუნახავი და მახინჯი“. მისი პარტნიორი ფილმში პერის ჰილტონი იყო, რამაც კრისტინის სახეს მეტი დრამატულობა შესძინა.

ETANEWS

ტომ კრუზმაც განასახიერა მისგან გარეგნულად სრულიად კონტრასტულ სახე – მელოტი და მსუქანი სათვალიანი ითამაშა სურათში „უიღბლო ჯარისკაცები“. თანაც გრიმი იმდენად საგულდაგულოდ იყო დადებული, რომ ბევრ მაყურებელსა და კრიტიკოსს საერთოდ ეჭვი ეპარებოდა, თამაშობდა კი ამ კინოსურათში ტომ კრუზი.

ETANEWS

კიდევ ერთი „ოსკარი“ გარდასახვისთვის ჰილარი სუონკს ერგო – ფილმში„ბიჭები არ ტირიან“ მან ტრანსსექსუალი ბიჭი განასახიერა.

ETANEWS

კიდევ უფრო ადრე – 1982 წელს – თაყვანისმცემელთა გულები მაღალ ქუსლებზე შემდგარმა დასტინ ჰოფმანმა დაიპყრო კინოკომედიაში „ტუტსი“.

ETANEWS

თუმცა ყველაზე უჩვეულო გარდასახვა მაინც ჯონ ტრავოლტას ეკუთვნის: მიუზიკლში „თმის ლაქი“ ჯონმა მართლაც შესანიშნავი პერსონაჟი შექმნა. მის გრიმს ყოველდღე 4 საათი სჭირდებოდა, მისი გასასუქებელი კოსტიუმი კი 13 კილოგრამს იწონიდა.

ETANEWS