loading...

«

»

ოქტ 27

წამლების ძალიან საშიში წყვილები

თუკი რამდენიმე წამალს ერთდროულად იღებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომელი წამლის რომელთან დალევა კატეგორიულად არ შეიძლება.

საშიში წყვილი: ტკივილგამაყუჩებელი და გაციების საწინააღმდეგო საშუალება გაციების საწინააღმდეგო საშუალებები პარაცეტამოლს შეიცავს – ეს უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელიც არის. თუკი მასთან ერთად კიდევ ტკივილგამაყუჩებელს მიიღებთ, რომელიც ასევე შეიცავს პარაცეტამოლს, დოზას ძალიან გადააჭარბებთ. საშიშროება: ღვიძლის დაზიანება. განსაკუთრებულად რისკვქვეშ იქნებით, თუკი დღეში 7 გრამზე მეტ პარაცეტამოლს მიიღებთ, მაგრამ 4 გრამიც საკმარისი იქნება საშიშროებისთვის.

როგორ მოვიქცეთ: წამლის ინსტრუქციის წაკითხვისას ყურადღება მიაქციეთ მოქმედ ნივთიერებებს და არა მხოლოდ მის ეფექტს. წამალი შესაძლოა იყოს ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი და ერთსა და იმავე პრეპარატს, პარაცეტამოლს შეიცავდეს.

საშიში წყვილი: იბუპროფენი, დიკლოფენაკი და ასპირინი ეს პრეპარატები არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო წამლებს მიეკუთვნება. ისინი ერთნაირად მუშაობს, ამიტომაც ამ პრეპარატების ერთად მიღებისას იმატებს უკუჩვენების გაჩენის რისკი, დაწყებული გულისრევიდან, კუჭ-ნაწლავის საშიში დაავადების გაჩენით დამთავრებული.

როგორ მოვიქცეთ: მიიღეთ ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთი, იმის მიხედვით, რომელი უფრო განკუთვნილია თქვენი პრობლემისთვის.

საშიში წყვილი: ანტიჰისტამინური საშუალებები და თავბრუსხვევის მოსახსნელი წამლები ამ პრეპარატებში შესაძლოა მსგავსი ნივთიერებები შედიოდეს: დიფანჰიდრამილი სურდოს, თვალების გაღიზიანებისა და ცემინებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო იდემენჰიდრინატი გულისრევის და ზღვის დაავადების სამკურნალოდ. ერთიცა და მეორეც იმდენად ძლიერ ძილიანობას იწვევს, რომ შესაძლოა, გამოტოვოთ თვითმფრინავზე გადაჯდომა.

როგორ მოვიქცეთ: თუკი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს იღებთ, მგზავრობისას გულისრევის პროფილაქტიკისთვის შეარჩიეთ ისეთი პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას, მაგალითად, მეკლოზინის შემცველები.

საშიში წყვილი: კუჭის აშლილობის პრეპარატები და კალცი კუჭის აშლილობის პრეპარატები შეიცავს ლოპერამიდს, რომელიც ნაწლავებს კალცის ფორმირებაში ეხმარება. კალციც იგივე ეფექტს შეიცავს, ასე რომ, ამ ორი პრეპარატის ერთად მიღებამ შესაძლოა, უკუჩვენება გამოიწვიოს. მაგალითად, პირიქით, შეკრულობა.

როგორ მოვიქცეთ: თუკი აშლილობა გაქვთ, დროებით შეწყვიტეთ კალცის მიღება და სვით აშლილობის მოსარჩენი წამალი. თუნდაც კალცი ექიმის მიერ იყოს დანიშნული, რამდენიმე დღის ჩაგდება არაფერს გიზამთ.

 

წყარო: marao.ge