loading...

«

»

ოქტ 30

შვეიცარელი ინჟინრების შექმნილი ძაღლი რობოტი

შვეიცარიელმა მკვლევარებმა შექმნეს ელექტრონულადმოქმედი,ფეხითმოსიარულე, მცოცავი, მორბენალი ოთხფეხა რობოტი, რომელსაც რთულ რელიეფთან გამკლავება შეუძლია.

„ძაღლ რობოტს“  StarlETH ჰქვია – მისი სახელი წარმოითქმის, როგორც სტარლეტი და წარმოადგენს შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის აბრევიატურას (ETH).

იგი შედგება 12 სტიმულატორისა და 50 საბორტო სენსორისგან, რომელიც საშუალებას აძლევს იმუშაოს დამოუკიდებლად ან დისტანციური კონტროლით. მკვლევარ მაკრო ჰუთერის თქმით, „ეს ნიშნავს რობოტს, რომელსაც დაბრკოლებაზე გადასვლა შეუძლია. მას შეუძლია სირბილი, არის ენერგოეფექტური, გვინდა, გვქონდეს რობოტი, რომელსაც შეუძლია იაროს რამდენიმე საათის განმავლობაში, და ის ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ ერთ ადამიან ოპერატორს შეეძლოს მისი წაყვანა დიდი მექანიზმების გამოყენების გარეშე.“

ჰუტერმა, რომელიც ETH-ის რობოტების ასისტენტ-პროფესორია, Reuters განუცხადა, რომ StarlETH შეიცავს ინტეგრირებულ წყლებს, რომელიც ეხმარება მას ენერგიის შენახვაში. მეცნიერთა გუნდმა ინსპირაცია ადამიანებისგან მიიღო, რომლებიც სირბილის დროს მექანიკურად  აღიდგენენ ენერგიას, და შეეცადნენ ეს უნარი თავიანთ ძაღლ-რობოტში გამოეყენებინათ.

მისი თქმით, ოთხფეხა ცხოველის მოდელები, როგორიცაა StarlETH და Google- ის და Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი რობოტები, განსაკუთრებთ სასარგებლო იქნება, როდესაც საქმე ეხება რთულ რელიეფზე გადაადგილებას სამაშველო მისიების დროს.

მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ საშუალო ზომის ძაღლ რობოტს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება და აქვს სამი საბორტო კომპიუტერი, ლაზერული სენსორები და კამერები და აღიქვამს გარემოს. ბატარეები კი საშუალებას აძლევს სხვადასხვა რელიეფის პირობებში საათზე მეტხანს ირბინოს.

„ჩვენი რობოტის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა  ენერგოეფექტურობაა, მხოლოდ 220 ვატს იყენებთ და ორი ბატარეის საშუალებით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეუძლია სირბილი”, _ განაცხადა პროექტის ინჟინერმა რემო  დიესელმა.

მაკრო ჰუთერის განცხდებით, კვლევის გაღრმავებაა საჭირო იმისთვის, რომ StarlETH სამყაროს სხვადასხვა რეალურ სცენარში იქნას გამოყენებული, მაგალითად, როგორიცაა სამრეწველო გარემოს ფართომასშტაბიანი ინსპექტირება, ბომბის კონტროლი, სამშენებლო ტრანსპორტირება, საძიებო-სამაშველო მისიები და განაღმვა. ჰუთერი აცხადებს, რომ StarlETH შეიძლება გამოიყენონ, როგორც მიმტანი, ჯანდაცვის ასისტენტი – ან უბრალოდ გასართობად.

მკვლევართა აღნიშნული გუნდი მონაწილეობას იღებს ARGOS (ავტონომიური რობოტი ნავთობისა და გაზის საბადოებისთვის) გამოწვევაში, კონკურსი, რომელსაც ნავთობკომპანია Total მართავს, მიზნად ისახავს მოიძიოს რობოტი, რომელსაც ნვთობის მოსაპოვებლად გამოიყენებენ.

 

 

წყარო: doctrina.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>